LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო და საექსპორტო პროდუქცია – უახლესი სტატისტიკა

44

2018 წლის იანვარ-ივნისში 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.8 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი (858.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (650.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (510.0 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივნისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 242.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.2 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 186.0 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.7 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 163.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა.

მათივე ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-ივნისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 402.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 272.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.2 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე სპილენძის მადნების და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 181.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.1 პროცენტი).

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 985.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.3%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები