LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს ემუქრება – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

74

რუსეთი მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც ემუქრება – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა Twiiter-ში გამოაქვეყნა.

“NATO დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე როდესმე იყო, ცივი ომის შემდეგ. დღეს ჩვენ ფოკუსირებულები ვართ რუსეთის განგრძობად აგრესიაზე და შესაძლებლობაზე დაემუქროს, აიძულოს, ძირი გამოუთხაროს და შეიჭრას მეზობელ ქვეყნებში. რუსეთი დესტაბილიზაციურ როლს თამაშობს უკრაინაში, საქართველოსა და სირიაში. NATO არის სამხედრო თავდაცვითი ალიანსი, რომელსაც ემუქრებიან”, – წერს ნაუერტი.

ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის ახლადდანიშნული სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელიც ალიანსის გენერალურ მდივანს ხვდება. მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსეთიდან მომავალი საფრთხეებზე NATO-ს საპასუხო ნაბიჯებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები