LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ქალებს აფრთხილებს, ჩემპიონატზე ჩასულ უცხოელებთან ინტიმური კავშირი არ დაამყარონ

61

რუსი დეპუტატი, ტამარა პლეტნიოვა რუს ქალებს მოუწოდებს, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულ უცხოელებთან ინტიმური კავშირი არ დაამყარონ.

დეპუტატმა რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უცხოელებთან ინტიმური კავშირის შედეგად ბავშვები არასრულ ოჯახებში იბადებიან.

პლეტნიოვას თქმით, ამის გამოცდილება რუსეთს 1980 წლის ოლიმპიადიდან აქვს, რის შედეგადაც ქვეყანაში მრავალი მარტოხელა დედა გაჩნდა.

“გაჩდნენ “ოლიმპიადის შვილები”, ეს ბავშვები მერე იტანჯებოდნენ და იტანჯებიან. ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროიდან მოყოლებული. კიდევ კარგია, თუ ერთი რასის არიან, და თუ სხვა რასისას – ეს საერთოდ! ჩვენ ჩვენივე შვილები უნდა გავაჩინოთ. ნაციონალისტი არა ვარ, მაგრამ მაინც…“, – განაცხდა დეპუტატმა.

მან რუს ქალებს მოუწოდა, სიყვარულით დაქორწინდნენ რუსეთის მოქალაქეებზე, შექმნან კარგი ოჯახი, იცხოვრონ მეგობრულად.

შეგახსენებთ, რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები