LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში, ხანძრის დროს დაკარგული ემიგრანტი ქართველი ქალი იპოვეს

95

საქართველოს ელჩი საბერძნეთში, იოსებ ნანობაშვილი აცხადებს, რომ დაკარგული ემიგრანტი ქართველი ქალი მარინა მახარაშვილი, რომელსაც დილიდან ეძებნდენ, ნაპოვნია და თავს კარგად გრძნობს.

“ახლა ოჯახთან ერთად იმყოფება და არის უსაფრთხოდ. სასიხარულოა, რომ პირი, რომელიც მოძიებულ იქნა, ეპიცენტრში იმყოფებოდა და მოახერხა გადარჩენა” – განაცხადა ელჩმა “იმედთან” სატელეფონო ჩართვისას.

რაც შეეხება მეორე ქართველს, ნანობაშვილი აცხადებს, რომ სამძებრო სამუშაოები ახლაც გრძელდება. ამ ეტაპზე, საბერძნეთის შსს-დან ელოდებიან გარდაცვლილთა და ჰოსპიტალიზირებულთა ინფორმაციას, რათა გადაამოწმონ საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა. ასევე, საელჩომ აამოქმედა ცხელი ხაზი.

საბერძნეთში, ტყის ხანძრების გამო სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის 16 ბავშვი. 11 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. წითელი ჯვრის ინფორმაციით, საბერძნეთში, სტიქიის ცენტრში მდებარე ზღვისპირა სოფელში მატი 26 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

პოპულალურები