LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის – რექს ტილერსონი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე

83

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის, განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება, შედგება თუ არა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა, მიღებული არ არის.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა იმ შემთხვევაში შედგება, თუ არსებითად განსახილელი თემები იქნება.

რექს ტილერსონმა აღნიშნა, რომ არასოდეს ყოფილა შეთანხმება სამიტის ფარგლებში ოფიციალური ორმხრივი შეხვედრის შესახებ.

„მოლაპარაკებები სამიტის ფარგლებში გამორიცხული არ არის, ვინაიდან ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“, – დასძინა რექს ტილერსონმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა ხვალ შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები