LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად დაიბადე: ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები Google Maps-ში არიან

117

Google Maps-მა ჩემპიონთა ლიგის ყველა გამარჯვებულის დაბადების ადგილი აღნიშნა.

Google-მა საფეხბურთო გურმანებისთვის სასიამოვნო ოფცია შეიმუშავა. Birthplaces of UEFA Champions League Winners-ის მოთხოვნისას საძიებო გადადის რუკების განყოფილებაში, სადაც აღნიშნულია ფეხბურთელების დაბადების ადგილები.

გეოთეგზე დაწკაპუნებისას იხსნება მცირე ინფორმაცია ფეხბურთელზე. მითითებულია სახელი, ამპლუა, ტრიუმფის წელი და გუნდი.

ჩემპიონთა ლიგის არცერთი გამარჯვებული არ დაბადებულა ანტარქტიდაზე.
სერვისი 1993 წლიდან მოყოლებულ ყველა გათამაშებას მოიცავს.

ბუნებრივია, აქვეა საერთაშორისო მასშტაბით ქართული ფეხბურთის ისტორიის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი კახი კალაძე, რომელმაც „მილანის“ რიგებში ლიგა ორჯერ მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები