LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოს პოლიცია 15 წლის ბიჭს ეძებს

118

საგარეჯოს პოლიცია ამ წუთებში 15 წლის ბიჭს ეძებს. იოსებ გიგაური, რომელიც სოფელ წყაროსთავში ცხოვრობს, მეზობელ სოფელ უდაბნოში ფერმაში მუშაობდა და ბოლო დღეებია ის აღარავის უნახავს.

15 წლის მოზარდის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გიგაურის გაუჩინარების შესახებ 2 დღის წინ შეიტყვეს, თუმცა მისი კვალი 5 დღეა, დაკარგულია. მათი თქმით, 15 წლის მოზარდს მისი მშობლების ნების გარეშე მწყემსად ამუშავებდნენ მეზობელ სოფელში. ოჯახმა ფერმერის ვინაობა არ იცის, მხოლოდ მისი ტელეფონის ნომერი აქვთ, სადაც მათ რამდენჯერმე დარეკეს, თუმცა მოგვიანებით, მათი თქმით, ტელეფონი გაუთიშეს.

დაკარგული ბავშვის ოჯახის წევრების განცხადებით, გუშინ მათთან მივიდნენ ფერმის წარმომადგენლები და უთხრეს, რომ იოსებ გიგაური გაუჩინარდა. ოფიციალური შეტყობინება დაკარგული მოზარდის ოჯახმა 112-ში გუშინ გააკეთეს, რის შემდეგაც მათთან სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

ოჯახი სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებს, თუმცა პოლიციაში ამბობენ, რომ ძებნა უკვე დაწყებულია.

წყარო: rustavi2.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები