LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოსთან გამართული საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

97

საკრებულოს შენობაში შესვლას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გია ბარამიძეც, ითხოვს, თუმცა საპატრულო პოლიცია ბარამიძეს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს.

ბარამიძემ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს, გიორგი ალადაშვილს, “ზონდერი” უწოდა.

“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი, ნიკა მელია, კი პოლიციას “დამნაშავეებს” უწოდებს.

პარალელურად, აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინა თბილისის საკრებულოსთან “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი დააკავეს, მათ შორის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, კოტე იოსელიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები