სალომე არშბა მთელ თავისუფალ დროს შვილთან ატარებს – „რაც თინა გაჩნდა, თავისუფლად ვერ ამოვისუნთქე…“

პოპულარული

სალომე არშბა მთელ თავისუფალ დროს შვილთან ატარებს – „რაც თინა გაჩნდა, თავისუფლად ვერ ამოვისუნთქე…“

ტელეწამყვანი სალომე არშბა დედა რამდენიმე წლის წინ გახდა. მასა და მსახიობ კახა მიქიაშვილს გოგონა, თინა შეეძინათ. ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ სალომესთვის თინას დაბადების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა…

სალომესთან ინტერვიუ რესტორან „ტერასაში“ ჩავწერეთ, დედა-შვილმა კი სიამოვნებით იპოზიორა ფოტოკამერის წინ.

ვის ჰგავს თინა გარეგნულად?

სალომე არშბა:

დედიკოსაც ჰგავს და მამიკოსაც. მგონია, რომ თვალებით მე მგავს. ჩემი პატარაობის ფოტო მაქვს და იმ ფოტოში ძალიან მგავს. რაც შეეხება ხასიათს, ფანტასტიკური გოგოა. ყველა აქებს თავის შვილს, მაგრამ მართლა ძალიან კარგი გოგოა. დაბადებიდან ვეკონტაქტები, როგორც ზრდასრულს და ყველაფერი ესმის. მასთან ურთიერთობა ერთი დიდი სიამოვნებაა. ვფიქრობ, მან ორივესგან აიღო საუკეთესო თვისებები და საკუთარ თავში გააერთიანა…

საქმიანი ქალების მინუსად მიიჩნევა ის, რომ შვილებთან მცირე დროს ატარებენ…

მე არ ვარ საქმიანი ქალი (იღიმის). მიუხედავად იმისა, რომ თინა ორი თვის იყო, სამსახურში რომ გავედი, უფროსობა ძალიან მიწყობდა ხელს და ცოტა ხნით მიწევდა გასვლა. რეჟიმი ისე მქონდა აწყობილი, რომ თინასთან მაქსიმალურად ბევრი დრო გაეტარებინა. ბოლო სამსახურშიც ასე იყო – თინას ბაღისთვის მე ვამზადებდი, შემდეგ მივდიოდი სამსახურში, საღამოსაც სულ შვილთან ერთად ვატარებდი. ძიძა მაშინ ავიყვანე, როცა თინა წელიწადნახევრის გახდა. სამ წლამდე ძიძა მეხმარებოდა, შემდეგ კი თინა ბაღში წავიდა.

დედიკოსთან ერთად ყველაზე მეტად რისი თამაში უყვარს?

სხვადასხვა თამაში გვაქვს, ბურთსაც ვაგორებთ, ფეხბურთს ვთამაშობთ, დედა-შვილობანას… ერთობლივი თამაშები ძალიან კარგია. მესმის, რომ ეს შესაძლოა, დედისთვის დამღლელი იყოს სამსახურის შემდეგ, მაგრამ ჩვენ ასე ავაწყვეთ, რომ ბევრ რამეს ერთად ვაკეთებთ. ახლა, ბოლო დროს დაიწყო მარტო თამაში. როცა თინა პატარა იყო, სამსახურში რომ მივდიოდი, ტიროდა. მერე ავუხსენი, რომ ყველა დედამ უნდა იაროს სამსახურში, რომ შვილებს სურვილები აუსრულონ (იღიმის), ამის შემდეგ აღარ უტირია.

შეიძლება ითქვას, რომ შენი ცხოვრება თინას გაჩენის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა?

რეჟიმიც შეიცვალა, ყველაფერი თავდაყირა დადგა და მეც შევიცვალე, შემეცვალა პრიორიტეტები, ღირებულებები. 2012 წლის შემდეგ, რაც თინა გაჩნდა, მე მისთვის ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მჭირდებოდა, სხვადასხვა ეტაპზე ამა თუ იმ შემოთავაზებაზე უარიც მითქვამს. არ მიმაჩნია, რომ არასწორად მოვიქეცი. შინაგანი მოთხოვნილება მაქვს, რომ თუკი შემიძლია, შვილს დიდი დრო დავუთმო და ასეც ვიქცევი.

როცა ფეხმძიმედ იყავი, ბავშვის აღზრდაზე ლიტერატურას თუ კითხულობდი?

როცა ორსულად ვიყავი, ჩემს მეგობრებს უკვე ჰყავდათ შვილები, მათ გამოცდილებასაც ვიზიარებდი და უამრავი ლიტერატურაც წავიკითხე. ინტერნეტში მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მოვიძიე. თინას დაბადების შემდეგ პედიატრთან 24 საათი კონტაქტზე ვიყავი.

28 წელი, როცა თინა გავაჩინე, ვფიქრობ, იდეალური ასაკია შვილის გასაჩენად. ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ემოციურად მზად ვიყავი. ძალიან მომზადებულმა გავიარე ეს პერიოდი და არ მქონია პოსტსამშობიარო დეპრესია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიღლებოდი, ყოველი წუთი ბედნიერებას მანიჭებდა. თინა ოთხწელიწადნახევრისაა და დღემდე არც ერთი ღამით არსად დამიტოვებია. ჯერ ვერ ვტოვებ. ყველგან ერთად დავდივართ…

თუ ფიქრობ სკოლის შერჩევაზე?

ბაღზე ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ კარგი არჩევანი გავაკეთე, რადგან მარტივად დარჩა ბაღში. ეს იმას ნიშნავდა, რომ იქ თავს კომფორტულად გრძნობდა. არადა, ჩემ გარეშე არ იძინებდა, ღამით სხვაგან არასდროს დამიტოვებია, სამსახურში რომ მივდიოდი – ტიროდა და რომ ვბრუნდებოდი, კართან მხვდებოდა…

ახლა ვარჩევ სკოლას. ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. გარდა იმისა, რომ კერძო სკოლები ძალიან ძვირია, არ ვიცი, ამ თანხის შესაბამის განათლებას თუ მისცემენ. რამდენიმე სკოლაში ვიყავი და კიდევ ვაპირებ მისვლას.

ბავშვობაში ფანტაზიორობდი, რამდენი შვილი უნდა გყოლოდა?

ერთი ვიდეორგოლია, „იმედის დილის“ პრომო, სადაც ვამბობ, რომ მინდა, ხუთი შვილი მყავდეს. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ბევრი შვილი მეყოლებოდა, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დაანებო, იმხელა პასუხისმგებლობა და საფიქრალია შვილის ყოლა… რაც თინა გაჩნდა, თავისუფლად ვერ ამოვისუნთქე. სულ შვილზე ფიქრობ და ყველაფერი საუკეთესო მისთვის გინდა. ასე რომ, ჯერ თინათი ვტკბები (იღიმის).

როგორი გინდა იყოს შენი თინა?

ამაზეც ძალიან ბევრს ვფიქრობ. დედაჩემის თაობა რადიკალურად განსხვავებულად ზრდიდა შვილებს. მე სხვა მეთოდი ავირჩიე აღსაზრდელად. თინას ძალიან იშვიათად ვუბრაზდები. ყოფილა მომენტები, როცა წყობიდან გამოვსულვარ, მიყვირია, რასაც მერე ძალიან განვიცდი ხოლმე, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად მომხდარა. დღეს ბავშვები ბევრად თავისუფლები არიან, მე ასე ვფიქრობ.

არმაზში ჩემი მეგობრის აგარაკზე ვისვენებთ ხოლმე. ბავშვები დილიდან ფლომასტერებით მთელ სახესა და ტანს იხატავენ. ეს ჩემთვის პრობლემა არაა, მერე გავხეხავ, რამდენიმე დღე მცირე ლაქებით ივლის, მაგრამ ასე გართობას არ ავუკრძალავ. თინასთან ერთად ვითამაშებ ისე, რომ მერე მთელი სახლი დასალაგებელი იყოს… სიმკაცრე აუცილებელია, მაგრამ თინასთან საუბარი და ახსნა კარგად ჭრის. ჩემმა შვილმა არ იცის, რას ნიშნავს დასჯა. რაც მთავარია, კარგი შედეგი მაქვს. რაც მთავარია, ბოდიშის მოხდა იცის. მეც ასეთი ვარ. ცუდად ვგრძნობ თავს, თუ არასწორად მოვიქეცი და ბოდიში არ მოვიხადე…

ყველა დედას უნდა, საუკეთესო შვილი ჰყავდეს. მინდა, თავისუფალი გაიზარდოს და არ მოექცეს დოგმებში. მინდა, ძალიან კარგად ისწავლოს. თუკი კარგ განათლებას მიიღებს, ბევრი რამ გაუადვილდება ცხოვრებაში. მსურს, იყოს მიზანდასახული, იცოდეს, რა უნდა და როგორ გადადგას მყარი ნაბიჯები ამ მიმართულებით. მგონია, რომ მშობლებმა შვილებს თავისუფლება უნდა მივცეთ. რასაკვირველია, ზღვარი ყველგან არსებობს…

არის შეცდომა, რომელიც არ გინდა, შენმა შვილმა გაიმეოროს?

რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება, დედის შეცდომა შვილმა მაინც გაიმეოროს. დედისთვის მეც არ მომისმენია და მერე წამიტეხავს ცხვირი. თინას რჩევას მივცემ, მაგრამ ჩემს აზრს თავს არ მოვახვევ, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

სალომე, საქმიანობის კუთხით რა ხდება? „ჯი-დი-ეს“-ზე, სადაც შენ მუშაობდი, შუადღის გადაცემა დაიხურა…

ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ. მაქვს ერთადერთი სამსახური, ჩემი საყვარელი ჟურნალი „სთეფსი“, სადაც ვწერ. იმედი მაქვს, რაიმე გამოჩნდება, რადგან სამსახური ყველას სჭირდება. რომ არ მჭირდებოდეს, მთელ თავისუფალ დროს თინას დავუთმობდი. ახალი სამსახური რომ მექნება, მაინც ისე შევათავსებ, რომ შვილს ყურადღება არ მოვაკლო.

გადაღების ადგილი: რესტორანი „ტერასა“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

ექსკლუზივი /

|

20 მარტი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-fotosesia
                                    [1] => salome-arshba
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 116276
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-fotosesia
                                    [1] => salome-arshba
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 116276
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 12121
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-fotosesia
                                    [1] => salome-arshba
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-fotosesia
                                    [1] => salome-arshba
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (116276) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (12121,13262)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 173348
                    [post_author] => 13
                    [post_date] => 2017-10-10 14:17:52
                    [post_date_gmt] => 2017-10-10 10:17:52
                    [post_content] => სოფო ხალვაში მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად ამ ეტაპზე ბათუმში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევარი, მიშა ძოძუაშვილი იქ ბიზნესსაქმიანობას ეწევა, თავად სოფო „აჭარის ტელევიზიაში“ მუშაობს, ასევე მუსიკალურ სფეროშიც აქტიურობს. მალე ახალ ნამუშევრებსაც შემოგვთავაზებს.

სოფო ხალვაში  fortuna.ge-ს ესაუბრა.

დიდი ხანია, ბათუმში ცხოვრობთ. ხომ არ გენატრებათ თბილისი?

(იღიმის) თბილისი ძალიან მიყვარს, ისევე, როგორც ბათუმი. ბათუმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს - იქ დავიბადე, გავიზარდე, აბსოლუტურად ჩემია...  თბილისში არ დავბადებულვარ და არ გავზრდილვარ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს.

ბათუმში ვცხოვრობ რამდენიმე წელია. ჩემი საქმიანობაც იქ ავაწყვე. დროებით ვარ იქით, მაგრამ ხშირად ვარ თბილისშიც და სხვადასხვა ადგილას, რასაც მოითხოვს ჩემი საქმიანობა. სულ გზაში ვარ, მაგრამ მალე ალბათ, თბილისს დავუბრუნდები.

სულ გზაში ყოფნა არ ართულებს საქმეს? ორი შვილი გყავთ...

ეს არის უფრო სირთულე, რადგან მგზავრობა უპრობლემოდ გადამაქვს. არიან ადამიანები, რომლებსაც მგზავრობა არ უყვართ. ჩემ შემთხვევაში ასე არ არის, მაგრამ ბავშვებთან დაკავშირებით მცირე პრობლემები არის. უფროსი ქალიშვილი უკვე დიდია, ქეთო, ცხრა წლისაა, მეოთხეკლასელია. პატარასაც უჭირს, რადგან სულ დედასთან უნდა. პატარა გოგონა, მარიამი, 4 წლისაა.



როგორ ათავსებთ საქმიანობასა და ოჯახურ ამბებს?

ვათავსებ, რადგან კონცერტებით დახუნძლულები არ ვართ. მაქვს დახურული საღამოები, მაგრამ ყველას ვასწრებ.

ძირითადად, უფრო სახელმწიფო და პოლიტიკური კონცერტებია ისევ...

სახელმწიფო პატარაა და ამიტომ არის ეს პრობლემები, მაგრამ ბოლო პერიოდი შოუბიზნესის სფერო ცოტა ამოძრავდა. მიხარია, როცა ვხედავ, ჩემს რომელიმე კოლეგას სიმღერის პრემიერა აქვს. სხვასაც უჩნდება სურვილი, ჯანსაღი კონკურენციის მომენტია. აუცილებლად უნდა გააკეთო რაღაც ახალი, რომ სხვასაც მოანდომო. მგონია, რომ სიახლეები იქნება.



თქვენთან რა ხდება ამ კუთხით?

ვმუშაობ ახალ ალბომზე ბექა ჯაფარიძესთან ერთად, რომელმაც ჩემი „ევროვიზიის“ სიმღერა დაწერა. სამი სიმღერა უკვე ჩაწერილია. არის განსხვავებული ჩემი რეპერტუარიდან. ეს ინგლისურენოვანი სიმღერებია, მაგრამ ვაპირებ მათზე ქართული ტექსტის მორგებას. საქართველოში ქართულად სიმღერა ყველაზე მნიშვნელოვანია.

რატომ უჭირთ ქართველ შემსრულებლებს მშობლიურ ენაზე სიმღერა?

როდესაც რომანსს ან ძველ ქართულ სიმღერას ასრულებ, პრობლემა არ არის, მაგრამ როცა რიტმი შედის, ტექსტთან პრობლემაა. თუკი მუსიკალურად დაღმავალი ფრაზაა, ტექსტიც უნდა მიჰყვებოდეს. ვინც ტექსტს წერს, მანაც კარგად უნდა იცოდეს მუსიკალური ნიუანსები. ესაა სირთულე, მაგრამ მაინც გამოდის, კარგად თუ იმუშავებ. თანამედროვე სიმღერას უნდა შევუთავსოთ ქართული ტექსტი ისე, რომ კარგი ნამუშევარი გამოვიდეს.



დიდი ხანია, პოპულარული ხართ და ინარჩუნებთ თქვენს ადგილს. ამას როგორ ახერხებთ და თქვენ შემთხვევაში რა გავლენა ჰქონდა, დადებითი და უარყოფითი, პოპულარობას?

პოპულარობა არის დადებითიც და უარყოფითიც. ხალხს უყვარხარ და დადებითად გხვდებიან, ეს კარგია, მაგრამ ზოგჯერ, როცა არ გინდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, პრობლემაა. ზოგადად, ძალიან მომწონს პოპულარობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ სფეროში არ ვიქნებოდი. არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც არ მოსწონს პოპულარობა.

 

დღეს უფრო პასიურია ქართული შოუბიზნესი, თუ თქვენ რომ იწყებდით, მაშინ?

მე რომ ვიწყებდი, „არტ-იმედის“ ბოლო პერიოდი იყო. მაინც იყო ბევრი კონცერტი და ღონისძიება, მერე შეჩერდა. ახლა რომ ამოძრავდა, ეს ძალიან მახარებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე. მეც მინდა სიახლეების გაკეთება სწორედ ამ მიზეზით.

https://www.youtube.com/watch?v=s116ElnRhMg&feature=youtu.be

 

დღეს ქართულ ესტრადას რა აკლია?

ქართულ ესტრადას აკლია კონცერტები და მუშაობა. იმედი მაქვს, რომ ეს სფერო მაინც იტვვის თავის სიტყვას. ბევრი ნიჭიერი ადამიანია საქართველოში. ოჯახი არ მეგულება, რომ რომელიმე მისი წევრი არ ღიღინებდეს. მუსიკოსები ხშირად აღნიშნავენ, როგორი კრიტიკული მსმენელია საქართველოში. მინდა, რომ ქართულმა შოუბიზნესმა მყარად მოიკიდოს ფეხი.

მომღერლისკარიერაში მეუღლის მხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანია?

ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის პირველი, ამ მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გააკეთებ. მე ჩემი ოჯახისგან დიდი მხარდაჭერა მაქვს, განსაკუთრებით ჩემი მამამთილისგან, როცა მე ვჩერდები, რეზო სულ მამხნევებს. მიყვარს კერძების მომზადება, კულინარია. როცა რაღაცის კეთებას ვიწყებ, ჩემი მამამთილი მეუბნება, დაანებე თავი, იმღერე და შენი საქმე გააკეთეო. ეს არ არის ოჯახებში ხშირი შემთხვევა (იღიმის).

ფოტოები: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „თბილისი მოლი“

ნინო მურღულია

[gallery royalslider="1" ids="173375,173380,173374,173373,173378,173370,173377,173379"]
                    [post_title] => სოფო ხალვაში: „როცა რაღაცის კეთებას ვიწყებ, ჩემი მამამთილი მეუბნება, დაანებე თავი, იმღერე და შენი საქმე გააკეთეო“
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => sofo-khalvashi-roca-raghacis-ketebas-viwyeb-chemi-mamamtili-meubneba-daanebe-tavi-imghere-da-sheni-saqme-gaaketeo
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2017-10-12 11:29:40
                    [post_modified_gmt] => 2017-10-12 07:29:40
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=173348
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 172824
                    [post_author] => 13
                    [post_date] => 2017-10-09 15:09:14
                    [post_date_gmt] => 2017-10-09 11:09:14
                    [post_content] => ეკა ხოფერიას „სითის“ თბილისობისადმი მიძღვნილ დაჯილდოვებაზე შევხვდით. ტელეწამყვანი არაჩვეულებრივად გამოიყურება. როგორც თავად გვითხრა ექსკლუზიურ ინტერვიუში, ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ ოჯახისა და საკუთარი თავისთვის, ბევრი საქმის მიუხედავად, მაინც უფრო მეტი დრო რჩება და სწორედ ამიტომ თავს საუკეთესოდ გრძნობს... ეს აშკარად გარეგნობაზეც დაეტყო...

ეკა, „სითიში“ თქვენი სვეტის წაკითხვის შემდეგ, როგორც ჟურნალისტმა, საინტერესო რამ აღმოვაჩინე, რომ შეიძლება, წლებია, ტელევიზიაში გაატარო და შემდეგ საკუთარი ნებით ძალიან ბედნიერად დატოვო ის... როგორ გრძელდება თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თავად თქვით უარი ტელევიზიაზე? მგონი, პირველი ხართ, ვინც ასეთი ნაბიჯი გადადგა?..

ეკა ხოფერია: 

ძალიან კარგი და სრულიად სხვანაირი ცხოვრებაა. პრინციპში, ეს არცთუ მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, - ის სწრაფად არ მიმიღია. სადღაც ორი წელი მივდიოდი ამ გადაწყვეტილებისკენ და გარკვეულწილად, ნიადაგსაც ვამზადებდი ამისთვის. მე ვიცი სხვა ჟურნალისტები, მაგალითად, ნინო ქაჯაია, რომელიც აღარ არის ჟურნალისტიკაში, მაგრამ ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებს. ასე რომ, მე არ ვარ პირველი, თუმცა თუკი ჩემი შემთხვევა ჩაითვლება პრეცედენტად, როგორ შეიძლება, წახვიდე ტელევიზიიდან, წარმატებით აკეთო შენი საქმე და ცხოვრება ბევრად საინტერესოდ გაგრძელდეს, ძალიან კარგი, თუ ამ გზაზე ვიქნები პირველი,  რადგან ეს მართლაც ასეა.

ზოგადად, რაც მე ჟურნალისტიკაში ვსაქმიანობ და ყოველთვის დავრჩები ჟურნალისტად, რადგან ამის გარეშე არ შემიძლია, ყოველ ეტაპზე იცვლებოდა ფორმა, თემატიკა, გადაცემა. ჩემ შემთხვევაში ასეა - რაღაც ეტაპის მერე ახლის დაწყება მსურს. ახლაც მივხვდი, რომ ამოიწურა და დასრულდა, რაც მინდოდა, ყველა გადაცემა გავაკეთე, არ მინდოდა გამეორება, არ მინდოდა, მაყურებელს ერთხელ მაინც ეფიქრა ( შეიძლება, უფიქრია კიდეც), - ეს ხომ უკვე ვნახე, რა დაემართა ეკას!.. არ მინდოდა მაყურებლის გაწბილება.

ჩემთვის გადავწყვიტე, რომ სიახლის დრო დადგა - საკუთარ თავს ვუთხარი, 45 წლის ხარ, ამდენი რამ გიკეთებია, ამხელა გამოცდილება დაგიგროვებია, მიმართე ახლისკენ. ალბათ, მკითხავთ, რა მიმართულებაა ეს - ეს გახლავთ საგამომცემლო საქმე, „სითი“, რომელიც სხვადასხვა პროექტს აერთიანებს. გარდა საგამომცემლო საქმიანობისა, ის მოიცავს ბევრ სხვადასხვა საქმეს, ახალი გუნდის შექმნას, ამა თუ იმ  ბიზნესს, მომავალი თაობის აღზრდას და სხვა.



ერთხელ ვცხოვრობთ და მიმაჩნია, რომ ყოველთვის უნდა დაიწყო ახალი. ჩემთვის ასე უფრო საინტერესოა. ვნანობ კი არა, პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ, გაასმაგებული ენერგია მაქვს.

მეორეც არის, სულ ვამბობდი, ხომ შეიძლება, ერთი წელი მაინც, შესაძლოა, სრულად არა, მაგრამ მისი დიდი ნაწილი დავუთმო შვილებს-მეთქი.  ისინი ამას იმსახურებენ, ბევრი რამ გამომრჩა, ვფიქრობ, მათ ძალიან ვჭირდები. ამ გზაზე ვარ ახლა, სირთულეებისა და სიახლეების, მაგრამ ისეთი კარგი ამბები მოდის, რომ მავსებს. ყველა მეუბნება, რომ მეტყობა. ეს, ალბათ, შინაგანად მოდის, რადგან ბედნიერი ვარ.

თავიდან, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, ჟურნალისტების თავყრილობაზე მოვხვდი, სადაც ყველა მამშვიდებდა, ეკა, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნებაო. მივხვდი, რომ ჩვენთან წარმატება პირდაპირ უკავშირდება ტელევიზორში გამოჩენას, რაც არ არის სწორი. მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ჩვენს თუ სხვა ქვეყანაში, რომლებსაც ძალიან საინტერესო და წარმატებული ცხოვრების გზა აქვთ და ის არ გადის ტელევიზიის გამოჩენაზე. ნელ-ნელა, შეიძლება ითქვას, ამ სტერეოტიპის მსხვრევაც მიდის, რომ თუ შენ არ ჩანხარ ტელევიზიით, შენ არ ხარ საინტერესო, არ გაქვს საინტერესო ცხოვრება და საქმე. პირიქით, გარკვეულწილად, რაღაც კუთხით, ტელევიზია გზღუდავს კიდეც.



სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა -ახლა უფრო თავისუფლად გრძნობთ თავს?

ჩემთვის ტელევიზიის მიღმა უფრო მეტი თავისუფლებაა. იქ მაინც ჩარჩოში ხარ, გაქვს პასუხისმგებლობა, ყოველკვირეული გადაცემა, რეიტინგზე ფიქრი. ეს არის ერთგვარი ჩარჩო, რომელსაც მიჰყვები, გეპარება ბევრი რამ, ვერ ესწრები უამრავ ღონისძიებას, რადგან დროის დეფიციტს განიცდი. როცა დრო გითავისუფლდება, მას ფანტავ სხვადასხვა მიმართულებით, იგებ ბევრ სიახლეს, იცნობ სხვადასხვა ადამიანს. თუკი ენერგიული ადამიანი ხარ და საქმე გიყვარს, ასეა. ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, უბრალოდ, ვერ ვდგამდი ამ ნაბიჯს, ვამბობდი: მოდი, ერთიც წელიც და მორჩა... (იღიმის). ახლა კი მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

„პატარა ხუჯიკები“, როგორც თქვენს შვილებს ეძახით, როგორ შეხვდნენ ამ ამბავს, ალბათ, ძალიან უხარიათ...

(იღიმის) ახლა მათი დღე იწყება იმით, რომ დედა აცილებს სკოლაში. ეს პროცესი ჩემთვის უკვე ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი სამუშაო გრაფიკი კი ათის ნახევარზე იწყება. ცოტა მიჭირს იმ კუთხით, რომ სხვებს სძინავთ ამ დროს, მაგრამ ვაღვიძებ, მინდა, ცოტა ჩემს ყაიდაზე გადმოვიყვანო. დღეს ვგეგმავ ისე, რომ ჩაჯდეს გადაღებები, წერილების შემოწმება, პროექტების წერა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიში... როცა ჩემი შვილები ბრუნდებიან ექვსის ნახევარზე, მათ ვხვდები. ვცდილობ, მე წავიყვანო სხვადასხვა სექციაზე. მაინტერესებს, როგორ გამოსდით, სად სჭირდებათ ჩემი რჩევა. როცა დაიძინებენ, მერე შემიძლია სადმე გასვლა მეუღლესთან ერთად.

https://www.youtube.com/watch?v=E6FokLtcARc&feature=youtu.be

 

უფროს ქალიშვილზე მინდა გკითხოთ. გაგიფრინდათ ბუდიდან სასწავლებლად... 

ასე ვთქვათ, ერთად გავფრინდით, რადგან მეც გავყვევი, მან დაიწყო სწავლა ესპანეთში. ეს არ არის პირველი კლასი სკოლაში, მაგრამ მინდოდა, უნივერსიტეტის პირველი დღე მასთან ერთად გამეტარებინა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერმა ძალიან დაგვაახლოვა. ანანოს შემთხვევაში მართლაც ბევრი რამ გამომეპარა... იცით, როგორ არის? იმის გარეშეც არ შეიძლებოდა, როგორი ცხოვრებაც გავიარე, მაგრამ დღეს არც ერთ პროექტზე აღარ გავცვლიდი ამ ძვირფას მომენტებს. ობიექტურად ვხვდები, ამდენი რომ არ მეშრომა და უდიდესი ენერგია არ ჩამედო ჩემს საქმეში, ვერ მივიღებდი ასეთ გამოცდილებას, ვერ ვისწავლიდი ბევრ რამეს და ვერ მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიე, ვერ გავიცნობდი ამდენ საინტერესო ადამიანს, არ მექნებოდა მნიშვნელოვანი პროექტები... ეს ყველაფერი მოვიდა, ახლა კი სხვა ეტაპია. არ ვნანობ, ახლა ვცდილობ, ბევრი მიმართულებით, რაც გამოვტოვე, დავეწიო საკუთარ თავს.

წინ უამრავი გეგმა მაქვს, რომლებზე საუბარი ჯერ ადრეა. ეს, მგონია, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.



ტელევიზიაში დაბრუნებას გამორიცხავთ?

არაფერს გამოვრიცხავ. ასე ჩემთვის დავარქვი ერთწლიანი პაუზა, მაგრამ ის შეიძლება, იყოს უფრო მეტიც. შესაძლოა, 50 წლის ასაკში ისეთი იდეა მომივიდეს, რომ ტელევიზიაში დავბრუნდე. თუ დავბრუნდები, მინდა, სიახლე მქონდეს, ჩემთვის და მაყურებლისთვის. როგორც კი რაღაც იდეები მოდის, ეგრევე ვაგდებ, მაინც სტანდარტული იდეები მომდის, ისევ იქ ვარ, ყოველკვირეულ დაგეგმარებაში (იცინის). მინდა, ახალი გამოცდილება შევიძინო, შემდეგ დავბრუნდე ტელევიზიაში და მაყურებელს ვუთხრა - გამარჯობა, მე თქვენთვის ბევრი რამ მაქვს სათქმელი.

თოქშოუს დროს იყო კრიტიკაც, ქებაც. ყველაზე რთულ პერიოდს თუ გაიხსენებთ, კრიტიკას, რომელიც ყველაზე მეტად მოგხვდათ გულზე...

ეკა ხოფერიას თოქშოუში, რასაც მე ვაკეთებ პოლიტიკური გადაცემების შემდეგ, შესაძლოა, იყო შეცდომებიც, ფრაზებიც, რომლებიც არ უნდა მეთქვა, მაგრამ სანანებელი არაფერი მქონია... ყველაფერი, ალბათ, კანონზომიერი გახლდათ - ის შეცდომაც უნდა დაუშვა, არა ფატალური, რა თქმა უნდა, მცირე შეცდომებს ვგულისხმობ. თუკი რაიმე იყო, თავად აღმინიშნავს, რომ რაღაც კითხვა არასწორად დავსვი, მაგრამ ყველა გადაცემა, რომელიც ეთერში მოხვდა, უნდა გასულიყო და ამ წლების მადლიერი ვარ.



როდისმე თუ დადგება თქვენს ცხოვრებაში მშვიდი პერიოდი, როცა მხოლოდ დიასახლისი იქნებით?

არა, არაა!.. ახლანდელი ცხოვრების რიტმი კიდევ უფრო დინამიკურია. მე, ზოგადად, მშვიდი ადამიანი ვარ, იმას ვგულისხმობ, რომ ბევრ რამეს ასე ვუყურებ, ადვილად აღარ ვბრაზდები ადამიანებზე, ვცდილობ, მათი შეცდომები გავატარო, მაგრამ რაც შეეხება ცხოვრების წესს, ის აუცილებლად ენერგიული იქნება. სალონში რომ იარო და შემდეგ შინ სადილები აკეთო, მხოლოდ ამისთვის არ ღირს ცხოვრება. ეს ყველაფერი შეიძლება, აკეთო, მაგრამ 21-ე საუკუნეში ცხოვრებას იმდენი ფერი და სიახლე მოაქვს, შეუძლებელია, ეს არ გამოიყენო...

მგონი, მეუღლეც მოგყვებათ ცხოვრების აქტიურ ტემპში...

დიახ, ჩვენ ორივე ძალიან მაღალი ტემპის ადამიანები ვართ. ჩვენი ოჯახური დილა ასეთია, დილით ადრე ვდგებით, ყველა სადღაც გარბის, მეუღლე კლინიკაში, მე - ჩემს საქმეებზე, შუადღეს შეიძლება, სადმე გადავიკვეთოთ. ჩვენი შვილებიც ამ ტემპში არიან ძალაუნებურად ჩართულნი. არ ვგულისხმობ კვირა დღეს, როცა უნდა მოეშვა და დაისვენო...



ბოლოს მინდა გკითხოთ, ფანტასტიკურად გამოიყურებით, რა საიდუმლო გაქვთ?

ჩემი საიდუმლო არის ის, რომ მე წამოვედი ტელევიზიიდან (იცინის). ტელევიზიას სხვა რიტმი აქვს, როცა მას მოშორდები, ბევრი სხვა შესაძლებლობა ჩანს - შეგიძლია, ირბინო, ივარჯიშო და დატკბე საკუთარი ცხოვრებით!.. (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „თბილისი მოლი“

ნინო მურღულია
                    [post_title] => ეკა ხოფერიას ცხოვრება ტელევიზიის გარეშე: „ძალიან ბედნიერი ვარ!..“
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => eka-khoferias-ckhovreba-televiziis-gareshe-dzalian-bednieri-var
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2017-10-12 12:46:10
                    [post_modified_gmt] => 2017-10-12 08:46:10
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=172824
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [2] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 165864
                    [post_author] => 13
                    [post_date] => 2017-09-20 16:53:09
                    [post_date_gmt] => 2017-09-20 12:53:09
                    [post_content] => რუსთაველის თეატრის პოპულარულ მსახიობს, დათო დარჩიას, მეუღლესთან, ვიქტორია ბუხნიკაშვილთან და ქალიშვილთან, ელენესთან ერთად კაფე „ორანჟერეაში“ შევხვდით.

17 წლის ელენეს თავიდან მსახიობობა სურდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ახლა ბიზნესის მიმართულებით აპირებს წასვლას, რაც დედას არ მოსწონს, მამა კი ბედნიერია, რომ შვილმა მისი გზა არ აირჩია.

წყვილის მეორე შვილი, უფროსი, გუგა დარჩიაც ამავე მიმართულებით მიდის... როგორც დათომ გვითხრა, შესაძლოა, მსახიობი მისი მომავალი შვილიშვილი გამოვიდეს, თუკი ამ პროფესიის ადამიანებს იმ დროისთვის დალხენილი ცხოვრება ექნებათ...

დათო, თქვენი ოჯახის დამოკიდებულება როგორია თქვენი პროფესიის მიმართ? მეუღლე გსაყვედურობთ დროის დეფიციტის გამო?

ამ პროფესიას დიდი დრო მიაქვს, შესაბამისად, გარკვეულ პოპულარობას და წარმატებას ვერ მიაღწევ ოჯახის წევრების ხელშეწყობის გარეშე, მით უმეტეს, როცა ჩამოსაყალიბებელი ხარ და ყველაფერი წინ გაქვს... თეატრში რომ მივედი, მე და ვიკა ახალი დაქორწინებულები ვიყავით, მისი ხელშეწყობა რომ არა, გამორიცხული იყო, იმისთვის მიმეღწია, რასაც დღეს წარმოვადგენ. ასე რომ, ყველგან ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ მადლობელი ვარ ვიკასი ამის გამო...

დროის დეფიციტი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მერე ისიც ქრება. ასაკის მატებასთან ერთად უფრო გრჩება დრო, რომ ოჯახს მიხედო და მოეფერო.

ვიკა:

ვიცოდი, რომ დათო იყო მსახიობი და ვაცნობიერებდი, როგორი გრაფიკით უნდა ემუშავა.



დათო:

ხელშეწყობაში იგულისხმება სირთულეები, რაც ოჯახის შექმნას ახლავს. ზოგჯერ ვიკას გვიანობამდე მარტო უწევდა ყოფნა, მაგრამ ეს გზა კარგად გავიარეთ ერთად.

ეჭვიანობა ყოფილა?

ვიკა:

არასდროს. მგონია, რომ როცა ადამიანს უყვარხარ შენ, უყვარხარ შენ. ეჭვიანობა ძალიან დესტრუქციული გრძნობაა. თვითონაც თქვას დათომ, როდისმე თუ მიეჭვიანია... რა აზრი აქვს ეჭვიანობას... ვერ ვიტყვი, რომ პრაქტიკული ადამიანი ვარ, უბრალოდ, ასეთი მიდგომა მაქვს, თუკი ადამიანს არ სჭირდები, რა საჭიროა თამაში, სხვადასხვა გზით უნდა წახვიდე...

ელენე, დედ-მამა რითი ჰგვანან ერთმანეთს?

ორივე კეთილია, არც ერთს არ ახასიათებს სიმკაცრე...

შენი პროფესიის არჩევაში ჩაერივნენ?

თავისუფლად ვიზრდებოდი. ყველას ეგონა, რომ ხელოვნებისკენ წავიდოდი, თანაც, ბალეტზე დავდიოდი... მაგრამ ამ ბოლო დროს ბიზნესის სფეროსკენ გადავიხარე და შესაბამისად, ტექნიკურმა საგნებმა დამაინტერესა. მამაჩემს არ სურდა, რომ თეატრალურზე ჩამებარებინა. დედას უნდოდა, კონსერვატორიაში საოპერო ვოკალზე ჩამებარებინა. თავიდან ორივეს სურდა, ბალერინა გამოვსულიყავი, მაგრამ თავად გადავწყვიტე, რომ ამ გზას არ გავყოლოდი... ახლა როცა ბიზნესზე ვფიქრობ, მამას უფრო მოსწონს, ვიდრე დედას. დედას უნდა, ხელოვნებისკენ წავიდე.

ვიკა:

მე არ ვერევი არანაირად, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ხელოვნების სფეროებისკენ აქვს მიდრეკილება. მე ამას ვგრძნობ. ბიზნესი პროფესია არ არის, ბიზნესის კეთების ნიჭი ან გაქვს, ან - არა. საბოლოოდ, როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს, რომ მე არ მითხრას, შენ რამე დამაძალეო. მეორე მხრივ, იმისაც მეშინია, წლების მერე არ მისაყვედუროს, ხელოვნების ნიჭს რომ მამჩნევდი, რატომ არ დამაძალე ამ გზით წასვლაო (იღიმის). ვფიქრობ, აქვს სიმღერისა და თეატრალური ნიჭი.

დათო, თქვენ რატომ არ გინდოდათ, რომ თეატრალურზე ჩაებარებინა. 

პირველ რიგში იმიტომ, რომ ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს, რომ მსახიობებმა თავი კარგად იგრძნონ. შესაძლოა, ქალისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე მამაკაცისთვის, რადგან ქალს არ აქვს ოჯახის შენახვის ვალდებულება. მაგრამ მაინც - ამდენი შრომა რომ არ ფასდება, ძალიან სამწუხაროა. მსახიობობა ძალიან დიდ შრომას უკავშირდება, ზოგჯერ გულის ინფარქტამდეც მიდის...



ვიკა:

თავად აქვს დათოს სწორედ ასეთი გამოცდილება...

დათო:

ფინანსურადაც უჭირთ მსახიობებს. საბჭოთა კავშირის დროს მსახიობებს კინოგადაღებებიდან ჰქონდათ ფული, ახლა ძალიან ცოტა ფილმს იღებენ...

ამ საქმისთვის თავგადადებული უნდა იყო და გრძნობდე, რომ ეს შენი პროფესიაა, უარი უნდა თქვა რაღაცებზე...

თქვენი მსხვერპლი რა იყო პროფესიისთვის?

თუნდაც რითაც დავიწყეთ საუბარი - ოჯახთან ყოფნის ნაკლებობა. გინდა მეუღლესთან, შვილებთან ერთად ყოფნა. მქონდა ხოლმე მომენტები, როცა მინდოდა, პატარა პაუზების დროს გამოვვარდნილიყავი სახლში და ვიკასა და შვილებთან ერთად ვყოფილიყავი... ამ პროფესიას უკავშირდება ბევრი გულის ტკენა, როლზე დაგამტკიცებენ და მერე შესაძლოა, უარი გითხრან. საქართველოში ჩვენი პროფესია დაუფასებელია. ერთადერთი, რაც კარგია, ხალხის სიყვარული და პატივისცემაა, ეს ძალიან კარგია...

გულდაწყვეტილი საუბრობთ...

რადგან ამ სფეროს მიხედვა სჭირდება. ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, განსაკუთრებით, ამ სფეროში. არ ვტრაბახობ,  მაგრამ მე უკვე ბევრი როლი ვითამაშე, სცენასა და კინოში და კიდევ ბევრს ვითამაშებ. საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ, რადგან მე, ასე თუ ისე, ჩემი გზა გავიარე. ამაზე ვსაუბრობ მომავალი თაობის გამო, რადგან ელენეზე მკითხეთ. თუკი ამ სფეროს სახელმწიფომ არ მიხედა, ის ნელ-ნელა დაიკარგება. დიდ ქვეყნებში უჭირთ უკვე თეატრში ხალხის მოზიდვა. რაც შემეხება მე, ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ გაჩენილი, ოჯახიც კარგი მაქვს და უამრავი კარგი როლიც შემხვდა... (იღიმის).

უამრავ მსახიობს აქვს დანგრეული ოჯახი. თქვენ როგორ მოიტანეთ დღემდე?

ვიკა:

ოჯახის ინსტიტუტი ყველაზე რთულია. ჩვენ შემთხვევაში, ყველაფერთან ერთად არის მეგობრობა... მე და დათო ვმეგობრობთ.

დათო:

მე რომ რაღაცას გავაკეთებ, ვინ შემაფასებს ყველაზე ზუსტად და გულწრფელად, თუ არა ოჯახის წევრი? შესაძლოა, გარეშე პირმა გითხრას, რა კარგად ითამაშეო, მაგრამ არ იყოს გულწრფელი... ჩემი მეუღლე ზუსტად მეუბნება შეფასებას, ვიკა ის უნიკალური შემთხვევაა, როცა შეგვიძლია, ყველაფრისმცოდნედ ჩავთვალოთ - ხელოვნებათმცოდნე გახლავთ პროფესიით, მაგრამ სამედიცინო საკითხებშიც კარგად ერკვევა და ჩემი როლებიდან დაწყებული, იმით დასრულებული, რომელი წამლები უნდა დავლიო, ყველაფერი იცის (იღიმის). რადგან პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, ჩემს პროფესიაში ვიკას რჩევების მჯერა, ყოველთვის ვუსმენ და მაინტერესებს.

ვიკა:

არასდროს ვაქებ, მაგრამ ახლა კარგს ვიტყვი - ყველაზე მეტად მომწონდა დათო საყვარელიძის „ოლივერ ტვისტის“ დადგმაში. დიდი ენერგია ჩადო თუ რა იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლდათ. რაც შეეხება შენიშვნებს, ძალიან ბევრს ვაძლევ, სახეზე ხვდება ხოლმე, მაგრამ მიხარია, რომ ითვალისწინებს. დათო ჯიუტი საერთოდ არ არის. მეორედ რომ მივდივარ სპექტაკლზე, აუცილებლად გამოასწორებს ხოლმე. თავიდან მეკამათება, მაგრამ მერე იზიარებს (იღიმის).

ელენე:

მე მამას მონაწილეობით ყველა სპექტაკლი ნანახი მაქვს და მომწონს, მაგრამ „12 განრისხებულ მამაკაცში“ მისი როლი, ვფიქრობ, განსაკუთრებულია. რამდენჯერაც უნდა მივიდე ამ სპექტაკლზე, არასდროს მომბეზრდება. მამას სპექტაკლებზე ბავშვობიდან დავდივარ.

დათო:

მე და ელენეს ერთად გვაქვს ნათამაშები ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის „საშობაო ზღაპარში“, მე სკრუჯს ვთამაშობდი, ელენე ერთ-ერთ ბავშვს.

გუგაზეც გვითხარით რამდენიმე სიტყვა...

გუგა ჩვენგან ძალიან განსხვავებულია, უფრო ვიკას მამას ჰგავს სიდინჯით, მე, ვიკა და ელენე უფრო ემოციურები ვართ. უკვე ჩააბარა და სწავლობს. ვერ ვიტყვი, რომ ბევრს მეცადინეობს, მაგრამ თანდაყოლილი ნიჭი აქვს. ვიკას ძალიან განათლებული მამა ჰყავდა და ძალიან ჰგავს მას. გუგამაც ბიზნესის სფერო აირჩია, თუკი საქართველოში სამსახიობო სფერო დალაგდა, ჩემი შვილიშვილი წავა ჩემს გზაზე (იღიმის).

ვიკა, თქვენს ოჯახში კრიზისული, რთული პერიოდი ყოფილა?

ზოგჯერ ასეა, ზოგჯერ - ისე. ურთიერთობაშიც ყველასთან არის კრიზისები, მაგრამ დათოს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, მალე ერთად ყოფნის 25 წელი შეგვისრულდება.

დათო:

სიყვარული თუ არის, კრიზისის დაძლევაც შესაძლებელია.

როცა დათოს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა?

ვიკა:

მოულოდნელად შეგვატყობინეს, რომ დათოს სცენაზე შეტევა მოუვიდა, საბედნიეროდ, სქამე ინფარქტამდე არ მივიდა... დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზალიკო ჩიქობავას, რადგან ის რომ არა, არ ვიცი, როგორ დამთავრდებოდა ეს ამბავი. სცენაზე დაეცა პირდაპირ. ბევრი მსახიობი კი ოცნებობს სცენაზე სიკვდილზე, მაგრამ ალბათ, არა ამ ასაკში... მე მივედი მაშინ, როცა უკვე კარგად იყო, ორი სტენდი ჩაუდგეს...

ელენე:

12 წლის ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა, სტენდი რა იყო, ისიც არ ვიცოდი. დედაჩემი ნამტირალევი იყო. საშინელება გადავიტანეთ...

ამდენი წელია, ერთად ხართ. სიურპრიზები არის თქვენს ყოველდღიურობაში?

ვიკა:

დათო თვითონ სიურპრიზია, ხან - კარგი, ხან - ცუდი. არაპროგნოზირებადი ადამიანია (იცინის).

ელენე:

ჩემთვის სულ კარგი სიურპრიზია!..

დათო:

ცხოვრებაა, ოჯახია, რასაც სირთულეები ახლავს, მაგრამ ყველა შემთხვევაში გამოსავალი სიყვარულია. უნდა მოვახერხოთ ამ სიყვარულის შენარჩუნება, რადგან ცხოვრება ძალიან პატარაა, ისედაც ყველა სტრესშია და ამიტომ მეტწილად ის სიყვარულსა და სილაღეში უნდა გავატაროთ (იღიმის).

 

 

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: კაფე „ორანჟერეა“

ნინო მურღულია

[gallery royalslider="1" ids="165883,165881,165884,165886,165882,165885,165887,165888"]
                    [post_title] => დათო დარჩიამ ქალიშვილს მსახიობობა არ ურჩია - მსახიობის ოჯახური პორტრეტი
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => dato-darchiam-qalishvils-msakhioboba-ar-urchia-msakhiobis-ojakhuri-portreti
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2017-10-09 11:36:40
                    [post_modified_gmt] => 2017-10-09 07:36:40
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=165864
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

        )

    [post_count] => 3
    [current_post] => -1
    [in_the_loop] => 
    [post] => WP_Post Object
        (
            [ID] => 173348
            [post_author] => 13
            [post_date] => 2017-10-10 14:17:52
            [post_date_gmt] => 2017-10-10 10:17:52
            [post_content] => სოფო ხალვაში მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად ამ ეტაპზე ბათუმში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევარი, მიშა ძოძუაშვილი იქ ბიზნესსაქმიანობას ეწევა, თავად სოფო „აჭარის ტელევიზიაში“ მუშაობს, ასევე მუსიკალურ სფეროშიც აქტიურობს. მალე ახალ ნამუშევრებსაც შემოგვთავაზებს.

სოფო ხალვაში  fortuna.ge-ს ესაუბრა.

დიდი ხანია, ბათუმში ცხოვრობთ. ხომ არ გენატრებათ თბილისი?

(იღიმის) თბილისი ძალიან მიყვარს, ისევე, როგორც ბათუმი. ბათუმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს - იქ დავიბადე, გავიზარდე, აბსოლუტურად ჩემია...  თბილისში არ დავბადებულვარ და არ გავზრდილვარ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს.

ბათუმში ვცხოვრობ რამდენიმე წელია. ჩემი საქმიანობაც იქ ავაწყვე. დროებით ვარ იქით, მაგრამ ხშირად ვარ თბილისშიც და სხვადასხვა ადგილას, რასაც მოითხოვს ჩემი საქმიანობა. სულ გზაში ვარ, მაგრამ მალე ალბათ, თბილისს დავუბრუნდები.

სულ გზაში ყოფნა არ ართულებს საქმეს? ორი შვილი გყავთ...

ეს არის უფრო სირთულე, რადგან მგზავრობა უპრობლემოდ გადამაქვს. არიან ადამიანები, რომლებსაც მგზავრობა არ უყვართ. ჩემ შემთხვევაში ასე არ არის, მაგრამ ბავშვებთან დაკავშირებით მცირე პრობლემები არის. უფროსი ქალიშვილი უკვე დიდია, ქეთო, ცხრა წლისაა, მეოთხეკლასელია. პატარასაც უჭირს, რადგან სულ დედასთან უნდა. პატარა გოგონა, მარიამი, 4 წლისაა.



როგორ ათავსებთ საქმიანობასა და ოჯახურ ამბებს?

ვათავსებ, რადგან კონცერტებით დახუნძლულები არ ვართ. მაქვს დახურული საღამოები, მაგრამ ყველას ვასწრებ.

ძირითადად, უფრო სახელმწიფო და პოლიტიკური კონცერტებია ისევ...

სახელმწიფო პატარაა და ამიტომ არის ეს პრობლემები, მაგრამ ბოლო პერიოდი შოუბიზნესის სფერო ცოტა ამოძრავდა. მიხარია, როცა ვხედავ, ჩემს რომელიმე კოლეგას სიმღერის პრემიერა აქვს. სხვასაც უჩნდება სურვილი, ჯანსაღი კონკურენციის მომენტია. აუცილებლად უნდა გააკეთო რაღაც ახალი, რომ სხვასაც მოანდომო. მგონია, რომ სიახლეები იქნება.



თქვენთან რა ხდება ამ კუთხით?

ვმუშაობ ახალ ალბომზე ბექა ჯაფარიძესთან ერთად, რომელმაც ჩემი „ევროვიზიის“ სიმღერა დაწერა. სამი სიმღერა უკვე ჩაწერილია. არის განსხვავებული ჩემი რეპერტუარიდან. ეს ინგლისურენოვანი სიმღერებია, მაგრამ ვაპირებ მათზე ქართული ტექსტის მორგებას. საქართველოში ქართულად სიმღერა ყველაზე მნიშვნელოვანია.

რატომ უჭირთ ქართველ შემსრულებლებს მშობლიურ ენაზე სიმღერა?

როდესაც რომანსს ან ძველ ქართულ სიმღერას ასრულებ, პრობლემა არ არის, მაგრამ როცა რიტმი შედის, ტექსტთან პრობლემაა. თუკი მუსიკალურად დაღმავალი ფრაზაა, ტექსტიც უნდა მიჰყვებოდეს. ვინც ტექსტს წერს, მანაც კარგად უნდა იცოდეს მუსიკალური ნიუანსები. ესაა სირთულე, მაგრამ მაინც გამოდის, კარგად თუ იმუშავებ. თანამედროვე სიმღერას უნდა შევუთავსოთ ქართული ტექსტი ისე, რომ კარგი ნამუშევარი გამოვიდეს.



დიდი ხანია, პოპულარული ხართ და ინარჩუნებთ თქვენს ადგილს. ამას როგორ ახერხებთ და თქვენ შემთხვევაში რა გავლენა ჰქონდა, დადებითი და უარყოფითი, პოპულარობას?

პოპულარობა არის დადებითიც და უარყოფითიც. ხალხს უყვარხარ და დადებითად გხვდებიან, ეს კარგია, მაგრამ ზოგჯერ, როცა არ გინდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, პრობლემაა. ზოგადად, ძალიან მომწონს პოპულარობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ სფეროში არ ვიქნებოდი. არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც არ მოსწონს პოპულარობა.

 

დღეს უფრო პასიურია ქართული შოუბიზნესი, თუ თქვენ რომ იწყებდით, მაშინ?

მე რომ ვიწყებდი, „არტ-იმედის“ ბოლო პერიოდი იყო. მაინც იყო ბევრი კონცერტი და ღონისძიება, მერე შეჩერდა. ახლა რომ ამოძრავდა, ეს ძალიან მახარებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე. მეც მინდა სიახლეების გაკეთება სწორედ ამ მიზეზით.

https://www.youtube.com/watch?v=s116ElnRhMg&feature=youtu.be

 

დღეს ქართულ ესტრადას რა აკლია?

ქართულ ესტრადას აკლია კონცერტები და მუშაობა. იმედი მაქვს, რომ ეს სფერო მაინც იტვვის თავის სიტყვას. ბევრი ნიჭიერი ადამიანია საქართველოში. ოჯახი არ მეგულება, რომ რომელიმე მისი წევრი არ ღიღინებდეს. მუსიკოსები ხშირად აღნიშნავენ, როგორი კრიტიკული მსმენელია საქართველოში. მინდა, რომ ქართულმა შოუბიზნესმა მყარად მოიკიდოს ფეხი.

მომღერლისკარიერაში მეუღლის მხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანია?

ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის პირველი, ამ მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გააკეთებ. მე ჩემი ოჯახისგან დიდი მხარდაჭერა მაქვს, განსაკუთრებით ჩემი მამამთილისგან, როცა მე ვჩერდები, რეზო სულ მამხნევებს. მიყვარს კერძების მომზადება, კულინარია. როცა რაღაცის კეთებას ვიწყებ, ჩემი მამამთილი მეუბნება, დაანებე თავი, იმღერე და შენი საქმე გააკეთეო. ეს არ არის ოჯახებში ხშირი შემთხვევა (იღიმის).

ფოტოები: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „თბილისი მოლი“

ნინო მურღულია

[gallery royalslider="1" ids="173375,173380,173374,173373,173378,173370,173377,173379"]
            [post_title] => სოფო ხალვაში: „როცა რაღაცის კეთებას ვიწყებ, ჩემი მამამთილი მეუბნება, დაანებე თავი, იმღერე და შენი საქმე გააკეთეო“
            [post_excerpt] => 
            [post_status] => publish
            [comment_status] => closed
            [ping_status] => closed
            [post_password] => 
            [post_name] => sofo-khalvashi-roca-raghacis-ketebas-viwyeb-chemi-mamamtili-meubneba-daanebe-tavi-imghere-da-sheni-saqme-gaaketeo
            [to_ping] => 
            [pinged] => 
            [post_modified] => 2017-10-12 11:29:40
            [post_modified_gmt] => 2017-10-12 07:29:40
            [post_content_filtered] => 
            [post_parent] => 0
            [guid] => http://fortuna.ge/?p=173348
            [menu_order] => 0
            [post_type] => post
            [post_mime_type] => 
            [comment_count] => 0
            [filter] => raw
        )

    [comment_count] => 0
    [current_comment] => -1
    [found_posts] => 79
    [max_num_pages] => 27
    [max_num_comment_pages] => 0
    [is_single] => 
    [is_preview] => 
    [is_page] => 
    [is_archive] => 1
    [is_date] => 
    [is_year] => 
    [is_month] => 
    [is_day] => 
    [is_time] => 
    [is_author] => 
    [is_category] => 
    [is_tag] => 1
    [is_tax] => 
    [is_search] => 
    [is_feed] => 
    [is_comment_feed] => 
    [is_trackback] => 
    [is_home] => 
    [is_404] => 
    [is_embed] => 
    [is_paged] => 
    [is_admin] => 
    [is_attachment] => 
    [is_singular] => 
    [is_robots] => 
    [is_posts_page] => 
    [is_post_type_archive] => 
    [query_vars_hash:WP_Query:private] => d8f3e0a16369d711c6b0670352d78e85
    [query_vars_changed:WP_Query:private] => 
    [thumbnails_cached] => 
    [stopwords:WP_Query:private] => 
    [compat_fields:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => query_vars_hash
            [1] => query_vars_changed
        )

    [compat_methods:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => init_query_flags
            [1] => parse_tax_query
        )

)

მსგავსი სიახლეები