LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახისა და პარალიმპიელების ემოციური შეხვედრა ბუკინგემის სასახლეში (ფოტო)

44

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები დედოფალ ელისაბედის ხელმძღვანელობით ინგლისის პარალიმპიური ნაკრების წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა ბუკინგემის სასახლეში გაიმართა.

სპორტსმენებს პირადად უმასპინძლეს დედოფალმა ელისაბედმა, პრინცმა უილიამმა, ქეით მიდლტონმა და ჰარიმ. ფოტოებიდან ჩანს, რომ სამეფო ოჯახის წევრები სათითაოდ გაესაუბრნენ დელეგაციის წევრებს და მათი პრობლემებითაც დაინტერესდნენ. შეხვედრა საკმაოდ ემოციური გამოვიდა.

ქეით მიდლტონი პარალიმპიელებთან შესახვედრად ალექსანდრე მაქქუინის ულამაზეს კაბაში გამოჩნდა. მწვანე ანსამბლი შეარჩია სტუმრების დასახვედრად დედოფალმა.

შეგახსენებთ, რომ ნაკრების თამაშს ბრაზილიაში სამეფო ოჯახი ვერ დასწრო. უილიამმა, ჰარიმ და ქეითმა სპეცილური ვიდეორგოლიც გაავრცელეს, სადაც ქვეყნის ნაკრებს წარმატება უსურვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები