LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლომ ცესკო-ს წინააღმდეგ ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

38

ოპოზიციური პარტიების მიერ ცესკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი  თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 10 ოპოზიციური პარტია 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას ითხოვდა. არასაპარლამენტო ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შედეგების გასაჩივრებას ხვალ სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 4 ნოემბერს შეიტანეს, რომლის თანახმად, ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. როგორც ცნობილია, ცესკომ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა და უარი თქვა არჩევნების მონაცემების ხელახლა გადამოწმებაზე.

ცესკომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ხელახლა გადათვლაზე უარყოფითი პასუხი 3 ნოემბერს გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები