LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო და თურქეთი აგროსასურსათო პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე ერთად წარადგენენ

26

საქართველოსა და თურქეთს აქვთ შესაძლებლობა, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ და იმ საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც საქართველო თავისუფალი სავაჭრო ურიერთობის შეთანხმებით სარგებლობს, ერთობლივად მოახდინონ აგროსასურსათო პროდუქციის პოზიციონირება , – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილი საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრს, ფარუქ ჩელიქს შეხვდა.

„სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა აქტიურად დაეხმაროს ბიზნესსექტორს. ჩვენ გვაქვს მზაობა, აგრარული მიმართულებით თურქეთის მხარესთან ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ. სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა ორგანიზაციული საკითხების რეგულაციაში, ამ თანამშრომლობის ფარგლებში უფრო მეტი შედეგის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრმა, ფარუქ ჩელიქმა კი აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა თურქეთში საქონლის ხორცის ექსპორტი, მეთხილეობა და სანერგე მეურნეობები. მინისტრის განცხადებით, ორივე ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებმა ხელი უნდა შეუწყონ ბიზნესწრეების მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას და აგრარული დარგი კიდევ უფრო მომგებიანად აქციონ.

„ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკური ურთიერთობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდასა და იმ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს“, – განაცხადა ფარუქ ჩელიქმა.

შეხვედრაზე მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის ტექნიკური დეტალების მოგვარების გზები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან აგრარულ დარგში თურქეთის გამოცდილების გაზიარების საკითხის მნიშვნელობასაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები