LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ

73

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს თურქეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მეჰმეთ შიმშეკთან და ცენტრალური ბანკის მმართველთან მურათ ჩეთინქაიასთან, ასევე, ეკონომიკის მინისტრთან ნიჰათ ზეიბექჩისთან. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდება ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმეთ არსლანს და სოფლის მეურნეობის მინისტრს აჰმეთ ესრეფ ფაკიბაბას.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროებში თანამშრომლობის ძირითადი, მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები