LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტი 47.2%-ით, ევროკავშირში კი -13.2%-ით გაიზარდა

66

2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 პროცენტით აღემატება.

აქედან ექსპორტი 2 448.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მლნ. აშშ დოლარს (19.1 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ- სექტემბერში 4 228.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 716.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 533.0 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 13.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 1 950.4 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (21.5 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.2 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 483.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 19.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 33.5 პროცენტით განისაზღვრა.

2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 161.6 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 47.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.5 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 1 942.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (20.3 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 104.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 29.2 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.5 პროცენტი იყო.

აღნიშნულ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები