LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი იზრდება

47

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მიმდინარე წლის 9 მაისის მდგომარეობით, 63 715 ათასი კვტ. სთ. შეადგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, ეს მონაცემები კიდევ გაიზარდოს და საქართველო ენერგეტიკული ჰაბი გახდეს. „თურქეთთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობისკენ მივდივართ, რათა კიდევ უფრო მეტად მოხდეს ბაზრების ინტეგრირება“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა დღეის მდგომარეობით 61.4%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემს.

„ამჟამად თურქეთის მიმართულებით 324 მეგავატის მიწოდება ხდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 166 მგვტ. შეადგინა, 2016 წელს კი 99 მგვტ-ი. სულ, მიმდინარე წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 125 021 ათასი კვტ. სთ, რაც 208,5 %-ით აღემატება 2017 წლის რაოდენობას,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული მატება თურქეთის რესპუბლიკაში გაცემული ენერგიის რაოდენობის ზრდით არის განპირობებული, რამაც მიმდინარე წელს 50 261 ათასი კვტ.სთ. შეადგინა. ამასთან, მაისში დაგეგმილია 238 195 ათასი კვტ. სთ. ელექტროენერგიის გაცემა, რაც 19,6%-ით აღემატება გასული წლის რაოდენობას (199 181 კვტ.სთ). როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, ექსპორტის მოცულობის მატება საქართველოს თურქულ მხარესთან ინტენსიური მუშაობის შედეგია, ამ საკითხზე ორმხრივ ფორმატში შეხვედრები თებერვალსა და აპრილში გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები