LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გამო, აშშ ნაურუს რესპუბლიკას ფინანსურად აღარ დაეხმარება

109

ნაურუს რესპუბლიკა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფინანსურ დახმარებას აღარ მიიღებს. ამის მიზეზი რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაა.

ამის შესახებ ინფრომაციას ახლი ზელანდიის საიტი RNZ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნაურუმ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება არ შეცვალა, განსხვავებით ტუვალუსა და ვანუატუსგან, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უკვე აღარ მიიჩნევენ.

აშშ აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, გაეროს ბავშვთა ფონდის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის აქტიურობის ფონდის მთავარი კონტრიბუტორია. ეს ფონდები კი ნაურუს რესპუბლიკას მუდმივად ეხმარებოდნენ.

 

ნაურუ

ჯუჯა კუნძული-რესპუბლიკა იმავე დასახელების მარჯნის კუნძულზე წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.

მისი ფართობი შეადგენს 21,3 კმ²-ს, მოსახლეობა კი — 10 084 ადამიანს[1] (2011), რომელთა მიხედვითაც, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მცირე დამოუკიდებელი ქვეყანაა.

ის, ასევე, ყველაზე მცირე არა-ევროპული ქვეყანაა (ფართობით) და ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში ოფიციალური დედაქალაქის გარეშე. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1968 წელს.

 

ტრამპის პირველი ნაბიჯები საქართველოსკენ

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კერძოდ, ამ აქტის თანახმად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. აქტში წერია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები.

ამას გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც ლახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საუბარია 2017 წლის აშშ–ის ბიუჯეტის კანონზე (2017 წლის აშშ–ისკონსოლიდირებული ასიგნებების აქტი – Consolidated Appropriations Act, 2017), რომელიც აშშ–ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ–ისპრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა.

კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი, სათაურით „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა.

ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.