LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს, როგორც ბრენდის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია – მიხეილ ჯანელიძე

57

“საქართველომ უამრავ წარმატებას მიაღწია და იქცა იმის მაგალითად, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმნა”,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ (UNWTO) ასამბლეაზე განაცხადა, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ჩენგდუში იმართება.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მსოფლიოში ტურიზმის მზარდი როლის გათვალისწნებით, თანდათან ქვეყნები ამარტივებენ მგზავრობის პროცედურებს, ავითარებენ უწყვეტ კომუნიკაციას და სხვადასხვა სერვისებს. მინისტრმა  საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ადაც 2016 წელს, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა  პირველად ასცდა ექვს მილიონიან ნიშნულს.

“საქართველოს, როგორც ბრენდის განვითარება და მისი ტურისტული ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ვცდილობთ, ტურიზმის ხელმშემწყობი საქმიანობის წახალისებას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნულის შედეგად, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად სექტორად იქცა”,-განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები