LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაზე 7 მლნ–ზე მეტი დაიხარჯება

910

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისთვის აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. 25 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით ინტერნეტ კამპანია განხორციელდება 14 მიზნობრივ ბაზარზე (რუსეთი, არაბეთის გაერთიანებულ საემიროები, გერმანია, იტალია, ისრაელი, უკრაინა, პოლონეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი, სომხეთი, ლიტვა და ლატვია).

როგორც ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამ ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირება მოხდება, მათ შორის საზღვაო და სამთო კურორტებს, ბუნების, ღვინის, სამზარეულოს, კულტურის, ინფრასტრუქტურისა და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით.

ონლაინ კამპანიისთვის ჯამში 3.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, სატელევიზიო რეკლამის ბიუჯეტი კი 4 მილიონს აჭარბებს.

სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ 2016 წელს ტურისტების რაოდენობამ ისტორიულ მაქსისმუმს მიაღწია, ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2017 წელსაც.

პოპულალურები