LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საწარმოთა ბრუნვა 14%-ით არის გაზრდილი

63

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის აგვისტოში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.3%-ს შეადგენს, ხოლო 2017 წლის 8 თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობითვე, 2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით აგვისტოში 14%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის აგვისტოში მშპ-მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:

  • დამამუშავებელი მრეწველობა – ზრდა 6.9%;
  • სასტუმროები და რესტორნები – ზრდა 18.5%;
  • ოპერაციები უძრავი ქონებით – ზრდა 7.8%.

2017 წლის აგვისტოში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და აღნიშნული სექტორების მიერ გამოშვებული პროდუქციის ექსპორტის ზრდამ. კერძოდ, 2017 წლის აგვისტოში გაიზარდა:

  1. ფეროშენადნობის ექსპორტი 134%-ით;
  2. აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 84%-ით;
  3. სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 65%-ით;
  4. ღვინის ექსპორტი 58%-ით;
  5. სპირტიანი სასმელების ექსპორტი 29%-ით;
  6. მინერალური წყლების ექსპორტი 23%-ით.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები