LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო დეკანოზისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელებს

29

საქალაქო სასამართლო დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს, სხდომა 17 საათზე დაინიშნა.

მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გამოძიების ვადის გაგრძელებაზე უკვე დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო.

დეკანოზის ადვოკატები ითხოვენ, მამა გიორგი მამალაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ და სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ.

პროკურატურაკი  ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები