LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალალო მდგომარეობა სოციალური მომსახურების შენობაში – „როგორ ბედავთ, რომ მოხუცებს ასეთ ადგილას მისვლას აიძულებთ?“

22

ჟურნალისტი ია ვეკუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს პოსტს და ფოტოებს, საიდანაც ირკვევა, რომ გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების შენობაში სავალალო მდგომარეობაა. ის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს კითხვით, როგორ ამუშავებენ ამ შენობაში თანამშრომლებს და როგორ იღებენ პენსიონერებს. მისი თქმით, ეს შენობა სარაჯიშვილის მეტროსთან მდებარეობს.

ია ვეკუა აღნიშნავს:

„ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgia ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური სოციალური მომსახურების სააგენტო Social Service Agency

ყველა ამ ორგანოს მთავარ ორგანოს გისურვებთ მალე გახდეთ პენსიონერი და გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების შენობაში მოგიხდეთ სიარული.

როგორ ბედავთ, რომ მოხუცებს, ვისზეც არჩევნების დროს ყველაზე დიდ გათვლას აკეთებთ, ასევე პენსიიის მიმღებ სხვა კატეგორიების წარმომადგენლებს საარსებო კაპიკების მისაღებად ასეთ ადგილას მისვლას აიძულებთ, ან როგორ ბედავთ, რომ თანამშრომლებს ასეთ ადგილას ამუშავებთ?!

თავი დავანებოთ იმას, რომ შენობა ერთი მხრიდან ტრიალ მინდორში, მეორე მხრიდან კი მთის კენწეროზე მდებარეობს და მართლა არ მაქვს წარმოდგენა, იქ მოხუცები როგორ ადიან, მაგრამ რაც შენობაში ხდება, სრულიად წარმოუდგენელია. ჩერნობილი სხვა კი არაფერია. ბოროტებისა და ცინიზმის პიკი კი ისაა, რომ რიგის ნომერი უნდა აიღო. დგას აპარატი, იღებ რიგის ნომერს და მაინც ცოცხალ რიგს იკავებ! ანუ ეს აპარატი რატომ დგას, არ იცის არავინ (აქვე დააკვირდით „იატაკს“ ნომრის ფოტოს ფონზე – ამომტვრეული პარკეტის ადგილას არც მეტი, არც ნაკლები ქვიშა ყრია)“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები