LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყიდლების მოყვარულებისთვის “ამაზონზე” დღესასწაული უკვე დაიწყო – “შავი პარასკევი” ახლოვდება

169

საყიდლების მოყვარულებისთვის წლის ყველაზე დიდი დღესასწაული, “შავი პარასკევი” ახლოვდება. წელს ფასდაკლებების ყველაზე დიდი დღე 25 ნოემბერს უწევს. 

“შავი პარასკევის” ფასდაკლებები უკვე დაიწყო Amazon-მა.  საიტზე 25 ნოემბრამდე დღის შემოთავაზებები ყოველდღიურად იქნება, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, ფასდაკლებით შეიძინონ HD ტელევიზორები, ტელეფონები და კოსმეტიკური ნაწარმი .

„ამაზონი“ ნოემბრისა და დეკემბრისთვის გაორმაგებული ძალით მუშაობს, კომპანიამ დაიმატა დროებითი სეზონური თანამშრომლები, რომ მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

შარშან „შავი პარასკევის“ ფასდაკლებებისას „ამაზონმა“ 7.4 მლნ-ზე მეტი ნივთი გაყიდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალ კვირას მომხმარებლები 5 მილიარდ დოლარს დახარჯავენ ონლაინ-საყიდლებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები