LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვრებთან კედელი აშენდება, აშშ-ს ვიზების გაცემა გართულდება – ტრამპი ცვლილებებს აანონსებს

87

ამერიკის პრეზიდენტი მექსიკასთან კედლის აშენებას იწყებს, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხვალ დიდი დღე იქნება. ბევრ სხვა რამესთან ერთად, ჩვენ კედელს ავაშენებთ,“ – დაწერა ტრამპმა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, კედლის მშენებლობის შესახებ განკარგულებას რამდენიმე საათში გასცემს. მომდევნო დღეებში კიდევ რამდენიმე რეზონანსულ დოკუმენტს მოწერს ხელს, რომელიც საზღვრებზე იმიგრაციის გამკაცრებას უკავშირდება.

ამასთან, მოსალოდნელია, რომ ახლო აღმოსავლეთის 7 ქვეყნის მოსახლეობას აშშ-ს ვიზის აღება ძალიან გაურთულდება.

მექსიკის საზღვართან კედელი 3 ათას კმ-ზე გრძელი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები