LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეენკო გამორიცხავს, რომ პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას უკავშირდება

32

დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისაქართველოში არ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ყველაფერი, უბრალოდ, დამთხვევა იყო.

”მე ღრმად მწამს, რომ ეს ორი პროცესი უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა დამოუკიდებელი პროცესებია და ერთმანეთთან კავშირში არ არის. თუ ეს დროის მცირე ინტერვალში მოხდა, მე მჯერა რომ ეს დამთხვევა არის. რაც შეეხება საკუთრივ ექსტრადირების საკითხს, ეს არ არის პოლიტიკური თემა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობს ამას პოლიტიკური სარჩული შესძინოს. ეს არის სუფთა იურიდიული საკითხი, რაშიც მჯერა, რომ იურისტები შესანიშნავად გაერკვევიან”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები