LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრში Auction.ge განთავსდა

143

Auction.ge-ს საინფორმაციო კუთხე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრშიც განთავსდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე გაეცნონ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებს: დარეგისტრირდნენ ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge; მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო და კერძო კომპანიების უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზების შესახებ; მიიღონ კონსულტაცია კუთვნილი ქონების აუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით გასხვისების თაობაზე.

უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე, სერვისის მიღება შესაძლებელია თბილისში, ისანი–სამგორის, ძველი თბილისისა და დიდგორის სერვისცენტრში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები