LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის უსაფრთხოების დასაცავად ახალი კანონპროექტი შემუშავდა

78

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დღეს მთავრობას ახალი კანონპროექტი  წარუდგინა.  კანონპროექტის შესახებ მთავრობის სხდომაზე დავით სეერგეენკომ ისაუბრა.

კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოები ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება; სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობისა და მოვალეობებისა  განსაზღვრა; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია. ახალი კანონი განსაზღვრავს  შრომის ბაზარზე არსებული დაწესებულებებისათვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის  კუთხით ოპერირების ერთიან სტანდარტს.

გარდა ამისა, შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს.

პირველ ეტაპზე, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს  კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ოთხიდან ცხრა წლამდე ვადაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები