LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუა კლასებში სასწავლო მასალა შემცირდება – ინიციატივა, რომელიც “ბავშვებს ბავშვობას შეუნარჩუნებს”

42

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახალი ინიციატივით გამოდის და შუა კლასებში სასწავლო პროგრამის შეცვლას გეგმავს. მისი თქმით, უნდა შემცირდეს მე-7-მე-9 კლასებში სახელმძღვანელობის კონტენტი, რაც ჩანთების წონის შემცირებასაც გამოიწვევს. ამის სანაცვლოდ კი ზედა კლასებში სასწავლო პროგრამის მეტად დატვირთვა მოხდეს.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს სკოლის როლი და დანიშნულება – არის ეს მხოლოდ გამოცდების ჩაბარებისთვის საჭირო ცენტრი, თუ არის ცხოვრებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება.

თავად ჯეჯელავა სკოლას ცხოვრებისთვის მოსამზადებელ ინსტრუმენტად განიხილავს.

”შუა კლასების მოსწავლეებს მძიმე ჩანთა არ უნდა ჰქონდეთ. სხვა უცხოური ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენთან შუა კლასები უფრო მეტად დატვირთული სასწავლო მასალით, იქ არის განტვირთული. აძლევენ ბავშვს საშუალებას რომ არ ქონდეს ”მძიმე ჩანთა”. რას ნიშნავს ახლა ეს?! ეს ნიშნავს, რომ იმავე საათში, რომელშიც გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა უნდა ისწავლოს სარჩევში ნაკლები მასალა იყოს, ბავშვიც მეტად თავისუფალი იყოს. სკოლა პიროვნების აღზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული და პედაგოგები საგნის გარდა ბავშვებს სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზეც უნდა ესაუბრონ,” – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, ამ ინიციატივით ბავშვს ბავშვობა შეუნარჩუნდება და სწავლისადმი ნეგატიური დამოკიდებულება არ ჩამოუყალიბდება. ჯეჯელავას ინიციატივით მე-7-მე-9 კლასებში გამოტოვებული მასალის ანაზღაურება ზედა კლასებში მოხდება და ასევე, განსაკუთრებით დაიტვირთება მე-12 კლასიც. ალექსანდრე ჯეჯელავა ახალი წესის ამოქმედებას მომავალი სასწავლო წლიდან ვარაუდობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები