LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიამის ტყუპებმა ურთულესი ოპერაციის შემდეგ ერთმანეთი პირველად ნახეს (ფოტო)

72

14 თვის ჯეიდენ და ანიას მაკდონალდები სიამის ტყუპები არიან. ძმები დაბადებიდან თავით იყვნენ შეერთებულები და მათი განცალკავება საკმაოდ რთულ ჩარევას მოითხოვდა. ძმებს 27 საათიანი იოპერაცია ჩაუტარდათ, რომელიც 2,5 მილიონი დოლარი დაჯდა.

13 თვის ვადაზე მსგავსი ოპერაცია დიდი იშვიათობაა და რისკებთან არის დაკავშირებული. ოპერაცია ექიმმა ჯეიმს გუდრიჩმა ჩაატარა. მისი თქმით, ბიჭებს ოპერაციების შემდეგ ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსის გავლა მოუწევთ, თუმცა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის პათოლოგია ტყუპებში 2,5 შემთხვევაში ერთხელ გვხვდება და ხშირია მკვდრადშობადობის შემთხვევები.

ძმების მშობლებმა, ნიკოლმა და კრისტიანმა ფოტოზე აღბეჭდეს ის განსაკუთრებული მომენტები, როცა მედიკოსებმა ძმები გააცალკევეს. ფოტოზე მშობლები პირველად არიან გადაღებულნი ძმებთან ცალ-ცალკე, ხოლო ბიჭებმა ერთმანეთი პირველად დაინახეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები