LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმსუქნე, დიაბეტი!! ოპერაცია გასაოცარი შედეგებით 

744

გადაცემის ლაივი

გადაცემა „სტუმრად ექიმთან” – სეზონის ბოლო გადაცემის თემაა: ჭარბი წონის კლების თითქმის 100 %-იანი შედეგი, წონის კლება ტანჯვის და დროში გაწელილი დიეტების გარეშე.  რას გულისხმობს მეტაბოლური უპერაციული ჩარევა და რა რისკების ქვეშ გვაყენებს, რისთვისაა განკუთვნილი, აქვს თუ არა უკუჩვენება და რატომ ხდება ეს მეთოდი ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული საზოგადოებაში– ამ თემაზე გადაცემაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ქირურგმა – ნიკოლოზ გვახარიამ ისაუბრა

ვის შეიძლება სიმსუქნის დიაგნოზი დაესვას და ამ მხრივ რამდენად საგანგაშო სტატისტიკაა ჩვენს ქვეყანაში? 

ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, სტატისტიკა საგანგაშო ხდება. როგორც კი შემოვიდა ფასთ ფუდი” ეს პრობლემა წარმოიშვა. ისეთი ქვეყნები, რომლებისთვისაც სიმსუქნე არ იყო დამახასიათებელი, მაგალითად: იაპონია, მალაიზია, ტაივანი, ჩინეთი ამ დროისთვის კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. ეს პრობლემა ნაციონალური ტრაგედიაა აშშ-სთვის, ამიტომაც ბალიატრიული ქირურგიის სამშობლო ამერიკაა. აქ, 1950 – იანი წლებიდან  პირველი, მეცნიერულად დასაბუთებული ოპერაციები შესრულდა.

ზუსტად რომ განვსაზღვროთ სიმსუქნე, უნდა გავიგოთ ჩვენი სხეულის ინდექსი. თუ 19-დან 25 – მდეა ჩვენი სხეულის ინდექსის მაჩვენებელი ეს ნორმაა, თუ 25-დან 29-მდე – ეს პირველი ხარისხის სიმსუქნეა, 30-დან 33-მდე მეორე ხარისხის სიმსუქნეზე მიუთითებს,  33-დან 40-მდე მე-3 ხარისხის სიმსუქნეა და უკვე ეძახიან მორბიდულ, სიკვდილის მომასწავლებელ სიმსუქნეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანს შეიძლება სხეულის ინდექსის მაჩვენებელი  მე-2 სტადიაში ჰქონდეს, მაგრამ ამის მიუხედავად სიმსუქნესთან თანდართული დაავადებები აღენიშნებოდეს.

თანდათანობით, არა მხოლოდ სიმსუქნე გადადის ქირურგების ხელში, არამედ შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის დაავადებების ნაწილი, კერძოდ – არაალკოჰოლური სტრეატო ფიბროზები, რომლებიც შესანიშნავად ინკურნება ამ ოპერაციით და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი იკლებს წონაში.

პოსტოპერაციულად ადამიანის ცხოვრების ხარისხი კატასტროფული სისწრაფით იზრდება დადებითისკენ, თითქმის ყველას გასდის დეპრესია და არიან ბედნიერები.

რამდენად განმსაზღვრელია სიმსუქნის შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორი და შესაძლებელია თუ არა ადრეული წლებიდანვე ვმართოთ სიტუაცია იმისათვის, რომ მომავალში არ დადგეს სიმსუქნის პრობლემა?

ისრაელსა და აშშ-ში, ასევე ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში ბავშვებზეც კეთდება ოპერაციული ჩარევები, თუ მედიკამენტური თერაპია უშედეგოა და კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ოპერაცია – ბანდაჟის ჩამოცმა კუჭზე, რა თქმა უნდა ერთეული შემთხვევებია პრაქტიკაში. საქართველოსა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში ოპერაცია 18 წლიდან კეთდება.

რატომ არ შეიძლება ისეთმა ადამიანებმა, ვისაც არ აქვს წონის პრობლემა, მიირთვან „ფასთ ფუდი” და რატომ არის ორგანიზმი იმდაგვარად მოწყობილი, რომ ვიღაცა მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ცდილობს ჯანსაღად იკვებოს, პატარა გადაცდომის შედეგად მომატებულ კილოგრამებს იღებს, ვიღაც კი მუდმივად არაჯანსაღად იკვებება და წონაში არ იმატებს?

ამ ყველაფერს გენეტიკური საფუძველი უდევს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს  დამოკიდებულია რა გარემოში ხარ. მაგალითად, ევროპაში და ამერიკაში 35 კგ.მ2 არის ის ქვედა ზღვარი, რომლის შემდეგაც კეთდება ქირურგიული ჩარევა, მათ ნაკლებად სჭირთ დიაბეტი, მარტივად უმკლავდებიან სიმსუქნით გამოწვეულ გართულებებს. აზიისთვის კი სიმსუქნე არის კატასტროფული დაავადება, სამხრეთ აზიის ქვეყნებში სხეულის მასის ინდექსი 27,5 კგ.მ2 ისეთივე სახიფათოა, როგორც ევროპელისთვის 35 კგ.მ2.

საქართველოს მაგალითზე ვისთვის არის ეს ოპერაცია განკუთვნილი და რა სირთულის ოპერაციად შეიძლება შეფასდეს?

მარტივი ოპერაცია არ არსებობს, ნებისმიერი პატარა ჩარევა სერიოზულ პრობლემაში შეიძლება გადაეზარდოს ქირურგს და პირიქით, შეიძლება ელოდები კატასტროფულ მდგომარეობას და ყველაფერი ძალიან ადვილად დასრულდეს.

ეს ოპერაციები უდავოდ რთულ ოპერაციებს განეკუთვნება.   უკვე მოთხოვნა, რომ გაკეთდეს ლაპარასკოპიით და არა კვეთით. კვეთით გაკეთებული ოპერაცია 10%-ით ზრდის პროცესის ლეტალურად დასრულების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტი მალევე გააქტიურდეს, იმოძრაოს რათა თრომბოემბოლია არ განვითარდეს.

ჯერ-ჯერობით საქართველოში ყველაზე პოპულარული სლივ გასტრექტომია,  ყველაზე მეტი ეს ოპერაცია პროფესორმა დავით აბულაძემ შეასრულა, მე უფრო გადასული ვარ ძირითადი გზის ოპერაციებზე, ანუ ნაწლავებსა და კუჭს შორის შერთულებზე.

რეალურად ორმოცი ტიპის ოპერაცია არსებობს, ჩვენ ვაკეთებთ შვიდ მოდიფიკაციას. ძალიან რთულია ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებით მოარჩინო მისი კვებისადმი დამოკიდებულება, ამიტომ ვიკვლევთ როგორია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, როგორ სოციალურ გარემოშია, რა მენტალობის პაციენტთანაც გვაქვს საქმე და რა დაზიანებებსაც ვხვდებით, იმის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილება თუ რა სახის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

თუ ადამიანს მძიმე მდგომარეობა აქვს სომატურად, ჯერ ვამზადებთ კონსერვატულად, შემდეგ მკურნალობა შეძლება ორ ქირურგიულ ნაწილად გაიყოს, პირველი კუჭის დაპატარავებას ვაკეთებს, ვაკვირდებით 5-6 წელი, შეიძლება პროცესი ისე კარგად წავიდეს, რომ აღარც დასჭირდეს მეორე ოპერაცია. თუ ბულემიკია, ძალიან დამოკიდებლია კვებაზე და წონა შეუბრუნდა მაშინ უნდა ვიფიქროთ დიდ ოპერაციაზე.

ასევე, მინდა აღვნიშნო, თუ ვერ მოხდა ოპერაციის სწორი შერჩევა ეს არ არის ტრაგედია, ოპერაციის მეორედ და მესამედ გაკეთებაც შესაძლებელია, პრაქტიკაში გვქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს 6 ოპერაცია დასჭირდა.

დიაბეტი სიმსუქნის თანმდევი პროცესია და როგორც აღნიშნეთ, ამ ოპერაციული ჩარევით საკმაოდ მწვავე დაავადება იკურნება, უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, ოპერაციის გაკეთების შემდეგ სამუდამოდ ვთავისუფლდებით იმ პრობლემისგან, რაც ჩვენი მთელი ცხოვრების წესი უნდა ყოფილიყო?

გააჩნია ოპერაციული ჩარევის რომელ მეთოდს მივმართავთ, სიმსუქნის არარსებობის შემთხვევაში, არსებობს სუფთა მეტაბოლური ოპერაციები,  რომელიც შაქრის რეგულაციაზე მუშაობს. ვინაიდან 70-80 % – ში დიაბეტი შეჭიდულია სიმსუქნესთან, არსებობს გასტრო შუნტირების ოპერაცია, რომელიც ორივე და ხშირ შემთხვევაში მესამე, ღვიძლის პრობლემასაც აგვარებს და ეს ოპერაცია საქართველოში ტარდება.

პაციენტები ფიქრობენ, ვაი თუ ვერ გაუძლონ ჩარჩოებს, თავს იზღვევენ და ირჩევენ „სლივს”, ზოგიერთ ადამიანს პირდაპირ ვთავაზობთ, რომ მისთვის სრულიად საკმარისია მხოლოდ კუჭის დაპატარავების ოპერაცია, შეიძლება ახალგაზრდაა ქალბატონია და უნდა იმშობიაროს.  თუ ისეთ ასაკშია, რომ ერთი წელიღა დარჩა გენდერულ ფუნქციამდე, ასეთ დროს უნდა შესთავაზო „სლივი”, რომ სწრაფად გახდეს და სასურველ შედეგს მიაღწიოს, გააჩინოს ბავშვი ან ეკოზე გავიდეს.

ყველა ეს ოპერაცია თავისი ფილოსოფიით არის მეტაბოლური, ჩვენ ვიყენებთ ტერმინებს – ანტიდიაბეტური და სიმსუქნის საწინააღმდეგო, მაგრამ  ყველა ამ ოპერაციის შედეგი არის ის, რომ ადამიანი ხდება, შაქარი რეგულირდება. თუ ჩატარდა სწორედ დიაბეტის საწინააღმდეგოდ მიმართული მეთოდი, ჩათვალეთ, რომ 90%-ში გაიმარჯვეთ დიაბეტზე. იგივე ფუნქცია აქვს „სადის”, ეს ოპერაცია ჩვენ დავნერგეთ საქართველოში. ძალიან საინტერესო ოპერაციაა, ის გაძლევს საშუალებას არც პროდუქტები და არც მათი რაოდენობა არ შეზღუდო, ბულემიური მოთხოვნილება საკვებზე დაიკმაყოფილო და არ გასუქდე. ადრე ამ ოპერაციას ერთი სერიოზული პრობლემა ჰქონდა, აუცილებელი იყო, ოპერაციის შემდეგ მთელი ცხოვრება წამლები მიგეღო, თუ არ მიიღებდი წამლებს, ვითარდებოდა ძალიან ცუდი გართულება, ორგანიზმის გამოფიტვა, რაც საბოლოოდ სიკვდილს იწვევს. ამ ოპერაციის დადებითობის შესანიშნავი მაგალითია ნიკა მემანიშვილი, რომელიც არ მალავს და პირიქით ამაყობს კიდეც ამ ყველაფრით, 12 წლის თავზე მას გრამი ნამატი არ აქვს.

 

თქვენი დაკვირვებით საქართველოს კვალობაზე რამდენად ხელმისაწვდომია ოპერაცია?

საქართველოს კვალობაზე რათქმაუნდა ძვირია, დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით კი ჩვენთან 3-ჯერ იაფია მსგავსი ოპერაციები, ამიტომ ხშირია უცხოელი პაციენტები.

ერთ ოპერაციაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც 30 წელი იბრძოდა რომ ტოპ-ოპერაცია გამხდარიყო, ეს არის საშუალო სიმსუქნის მქონე პაციენტებისთვის გათვლილი ოპერაცია, რომელთაც სიმსუქნესთან თანდართული დაავადებები სჭირთ. კუჭის მაშუნტირებელი ოპერაციებია ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი.

 

საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ  მსგავსი ოპერაციები უდიდესი რისკის შემცველია და დიდი შანსია შინაგანი სისხლდება განვითარდეს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება?

არავითარი საფუძველი, არც მეცნიერული, არც თეორიული ამ მოსაზრებას არ აქვს. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს შეიძლება სისხლდენა განვითარდეს. მაგალითად, ბარიატრიულ პაციენტებში ყველაზე ხშირია თრომბო-ემბოლიური გართულებები, მაგრამ პროცენტულად გართულებების მაჩვენებელი ისეთივეა როგორც სხვა სახის ქირურგიული ოპერაციების დროს. ეს პაციენტები უფრო საგულდაგულოდ უნდა მომზადდნენ, უფრო მეტად უნდა იყვნენ მზად გართულებებისთვის, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით მძიმე პაციენტები არიან. თუ პაციენტს კარგად მოამზადებ, არ იჩქარებ, ფსიქოლოგიურად შეამზადებ, აუხსნი რა შეგრძნებები ექნება კვების შემდეგ პრობლემა არ დადგება.

ბარიატრიული ოპერაციების მეორე, ყველაზე რთული გართულება ეს არის ”ლომკა” , კვებითი, რომელიც სამწუხაროდ აღწერილია თვითმკვლელობით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები