LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალიზირებული გამომძიებლები ვერ გახდებიან ისინი, ვისაც არ უყვართ ბავშვები – ნათია მეზვრიშვილი

54

სპეციალიზებული გამომძიებლები ვერ გახდებიან ის ადამიანები, რომლებსაც, მაგალითად, არ უყვართ ბავშვები ან არ არიან სენსიტიურები ქალთა მიმართ ძალადობაზე, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, დეპარტამენტში 10 ადამიანი დასაქმდება.

„კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამინისტროში დასაქმებულ თანამშრომლებს, რადგან ჩვენ გვჭირდება გამოძიების მიმართულებით გამოცდილი კადრები იმისთვის, რომ მონიტორინგი იყოს ეფექტური. ასევე კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამინისტროს გარედან ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გარკვეული გამოცდილება გააჩნია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება სპეციალიზებულ გამომძიებლებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ დეპარტამენტის მუშაობის ძირითადი მიმართულება, სპეციალიზებული გამომძიებლების რაოდენობის განსაზღვრა და სეპციალიზებული გამომძიებლების შერჩევა წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები