LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტროს 9 ვერტმფრენი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებითაც აღიჭურვება

51

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს 9 ვერტმფრენი მოდერნიზდება და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებითაც აღიჭურვება. როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარია ამერიკული წარმოების შვეულმფრენებზე.

მისივე განცხადებით, ვერტმფრენები სპეციალურ ქარხნებში გაიგზავნება და საქართველოს უკვე მოდერნიზებული სახით დაუბრუნდება.

„წინა მთავრობის სხდომაზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ აშშ-ს გრანტი, საუბარია 9 მილიონ ამერიკულ დოლარზე. ამის ფარგლებში მოხდება რემონტი, შეკეთება-მოდერნიზება არსებული რესურსების, რაც გაგვაჩნია ავიაციაში. ბიუჯეტიდან გამოყოფილია 23 მილიონი ლარი. ამ თანხის და ამერიკული გრანტის აკუმულირება მოგვცემს საშუალებას მოვახდინოთ საავიაციო საშუალებების რემონტი და მოდერნიზება.

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო მოდერნიზებაზე. მოდერნიზებული საავიაციო საშუალებები არა მხოლოდ თავდაცვითი საჭიროებების შესასრულებლად, არამედ მათ შორის კრიზისულ სიტუაციაში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით. ჩვენი ვერტმფრენები შეძლებენ როგორც თავდაცვითი, ისე კრიზისული სიტუაციების დროს მოქმედებას. ეს დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან. რემონტი და მოდერნიზება უნდა განხორციელდეს სპეციალურ ქარხნებში, სადაც მოხდება მათი ტრანსპორტირება,“ – განაცხადა იზორიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები