LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია დედაქალაქის სამ ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას გეგმავს

64

თბილისის მერია დედაქალაქის სამ ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას გეგმავს, ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, გამარჯვებულ კომპანიას ტერიტორია ერთ ლარად გადაეცემა. საუბარია გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე.

ქალაქში მოსაწესრიგებელია პარკირების სისტემა. ასაშენებელია როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა პარკინგები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. შერჩეულია 10 კონკრეტული ლოკაცია ქალაქში, დღეს გამოგვაქვს სამი ლოკაცია. მთლიანობაში, სამივე ტერიტორიაზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი. ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს 1 ლარად გადაეცემა,“- განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები