LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას იწყებს

81

თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელ სამუშაოებს იწყებს.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, განაცხადა, ამ სამუშაოებისთვის 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება.

დედაქალაქის მერმა ირაკლი ბენდელიანს მიმართა, რომ უზრუნველყოს კახეთის გზატკეცილის კეთილმოწყობა. საჭიროა, სრულად განახლდეს გზაგამყოფი ზოლი, შეიცვალოს განათებები.

ამის პარალელურად, კალაძე აცხადებს, რომ უნდა დაიწყოს ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური სამუშაოების განხორციელება და მისი რეაბილიტაცია, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, ისე ტროტუარის, ბარდიურის, განათების მოწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები