LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიამ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა

90

დედაქალაქის მერიამ გენერალური გეგმაზე მუშაობა დაასრულა და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის. თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტმა და “სითი ინსტიტუტმა” დედაქალაქის მიწათმოწყობის გენერალური გეგმის ძირითადი სამუშაო პროცესი დასრულდა და ახლა ის განსახილველად საკრებულოს უნდა გადაეცეს. ამის შესახებ კალაძემ დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დოკუმენტის უმთავრესი ხაზი – მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია, თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და, შესაბამისად, ცხადია, სრულად იქნა გაზიარებული. მოგახსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის და პროფესიული წრეების წარმომადგენელლთან დიდი ნაწილის პოზიცია კონცეფციასთან მიმართებაში ყოველთვის იყო დადებითი, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული სრულყოფილი, აღსრულებადი დოკუმენტით. ჩვენ არაერთი შენიშვნა გქვონდა ამ დოკუმენტრში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე,  საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე და მედიაშიც არაერთხელ იყო განხილვის საგანი,” – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ერთობლივი მუშაობით “სითი ინსტიტუტის”, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების და პროფესიული წრეების წარმომადგენლების ჩართულობით ყველა ის ხარვეზი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და აღმოფხვრილი.

“დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები, დაიხვეწა რუკა, დატანილ იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები, დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით. უზრუნველყოფილ იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით, საფრთხისშემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის (ვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა).

“ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა: ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება,” – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ამ დოკუმენტში არის პასუხი თბილისის პრაქტიკულად ყველა ძირითად გამოწვევაზე.

“რა თქმა უნდა, ძალიან მცდარია წარმოდგენა, რომ გენგეგმის მიღება ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტს ჩვენი ქალაქის ყველა პრობლემას, თუმცა თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ თბილისი,  არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიიღებს ოპტიმალურ გენერალურ გეგმას, რომელიც ქალაქს განვითარების სწორ რელსებზე დააყენებს,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები