LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” 40 წევრი ეყოლება, 10 დეპუტატი ოპოზიციას

36

თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემით, თბილისის საკრებულოს 15 მანდატი “ქართულმა ოცნებამ” მიღო, 5 მანდატი – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, 3 მანდატი – “ევროპულმა საქართველომ” და 2 მანდატი – “პატრიოტთა ალიანსმა”. აღნიშნული მონაცემები ცესკო-ს შემაჯამებელ სხდომაზე გამოცხადდა.

სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ შემაჯამებელ ოქმს მოაწერა ხელი.

რაც შეეხება მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებს, ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, 25-ვე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს. თბილისის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” 40 წევრი ეყოლება, 3 ოპოზიციური პარტია კი ჯამში 10 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები