LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე – უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე

48

თეა წულუკიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა. მისი თქმით, მიუღებელია თეა წულუკიანის მიერ ორი დღის წინ, სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებები.

„პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია იქნება თუ არა ახალ სამთავრობო კაბინეტში თეა წულუკიანი. ჩემთვის საკმაოდ მიუღებელი იყო მის მიერ ორი დღის წინ ეთერში გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს ვიღაცას რაღაც შეეშალა,“ – განაცხადა ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა. იგი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიება შსს-მ თავიდან დაიწყო. „არავითარი ძიება თავიდან არ დაწყებულა. მე ამას პირველად ვამბობ პირდაპირ ეთერში: როდესაც პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა აქციიდან დაბრუნებულმა, დაუშვა, სამწუხაროდ, შეცდომა. მე ამას ღიად ვამბობ,“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები