LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეწამყვანი ქეით მიდლტონს სტილის მოპარვაში ადანაშაულებს (ფოტო)

76

რუტ ლანგსფორდი ამბობს, რომ ქეით მიდლტონმა დედოფალ ელისაბედის იუბილეზე არჩეული სამოსით მას სტილი მოპარა. ცნობილი ტელეწამყვანი, რომელიც პოპულარული გახდა ქმრის გახმაურებული შოუს წყალობით, ამბობს, რომ ეს კაბა მას სწორედ ბუკინგემის სასახლეში ვიზიტის დროს ეცვა. ფოტო ტელეწამყვანმა თავად გამოაქვეყნა და მიდლტონი მიმბაძველობაში ამხილა.

შეგახსენებთ, რომ დედოფლის დაბადების დღე სამეფო ოჯახმა ბუკინგემის სასახლის აივანზე აღნიშნა, სადაც მიდლტონი ალექსანდრე მაკქუინის ცისფერი კაბით პოზირებდა. სწორედ ამ კაბაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს რუტ ლანგსფორდიც სოციალურ ქსელში და წერს, რომ „გენიალური ადამიანები ერთნაირად ფიქრობენ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები