LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თერგის ბაზრობაზე სახანძრო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ

124

თერგის ბაზრობაზე სახანძრო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო სამსახურის 35 მანქანაა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის თქმით, დამწვარია ბაზრობის მესამე სართული. ასევე, დაზიანდა მეორე სართულის ნაწილი და ავტოფარეხი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ.

ბაზრობაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები