LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თერჯოლაში ქვის გადამუშავებას იწყებენ

169

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს,  კიდევ ერთი კომპანია, შპს „სვეტი“ შეემატა, რომელიც ქვის გადამუშავებას შეძლებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რაც მას საშუალებას მისცემს ბაზარს მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.

შპს „სვეტის“ საწარმო, რომელიც 2018 წლის მარტის თვეში გაიხსნება, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 20 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

აღნიშნული საწარმო თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ კი სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 750 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები