LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს არის ცილისწამება.. მიზნად არის დასახული ჩემი სკოლიდან გაშვება, კოლეგიალური ურთიერთობა მქონდა და ვიღებდი შესაბამის პასუხს“ – კოლეგის შევიწროებაში ბრალდებულ პედაგოგს სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა

125
Untitled design - 2024-01-31T121026.870

კოლეგის შევიწროებაში ბრალდებულ პედაგოგს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ გამოიყენა, მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული.

სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა,“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იქამდე ბრალდებულმა მასწავლებელმა  „მთავართან“ პირველი კომენტარი გააკეთა, ის ამტკიცებს, რომ მისი კოლეგა ცილს სწამებს.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა, დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა.

„თავს ვგრძნობ უდანაშაულოდ, ეს არის ცილისწამება და მგონია, რომ მიზნად არის დასახული ჩემი სკოლიდან გაშვება და ჩემი ადგილის გამოთავისუფლება. სამსახურებრივად მქონდა ურთიერთობა, როგორც სხვა კოლეგებთან, კოლეგიალური ურთიერთობა შესაბამისადაც ვიღებდი შესაბამის პასუხს, კოლეგიალური ურთიერთობის მხრივ,“ – ამბობს ბრალდებული მასწავლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები