LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპები ისე სარგებლობენ თეთრი სახლით, როგორც კარდაშიანები რეალითი შოუთი

53

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას მისი ოჯახის წევრები ისე იყენებენ, როგორ კარდაშიანები რეალითი-შოუს – ამის შესახებ ეთიკის საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა განაცხადა.

ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც მელანია ტრამპი მოელის, რომ თეთრ სახლში ყოფნის პერიოდში „რამდენიმე მილიონდოლარიანი ბიზნეს ურთიერთობების“ აწყობას შეძლებს. დოკუმენტებმა ასევე აჩვენა, რომ მელანიამ არ თქვა უარი საკუთარ კომპანიებზე მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

„ტრამპები ისე სარგებლობენ თეთრი სახლით, როგორც კარდაშიანები იყენებდნენ რეალითი-შოუს, რათა ფული ეშოვათ,“ – განაცხადა ბარაკ ობამას მრჩეველმა ეთიკის საკითხებში ნორმან ეისენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები