LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი კიმ ჩენ ინზე: ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა

93

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მას და კიმ ჩენ „ერთმანეთი  შეუყვარდათ“. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ლიდერმა ვირჯინიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკეთა.როგორც დონალდ ტრამპი  აცხადებს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრაზე ის მკაცრი იყო, თუმცა არც კიმ ჩენ ინს  დაუხევია უკან.

“მე მომწონს ის და მასაც მოვწონვარ. მგონი, ეს კარგია და მე მაქვს ამის თქმის უფლება. მე მკაცრი ვიყავი, თუმცა არც ის მითმობდა. ასე ვტრიალებდით წრეზე. შემდეგ კი ერთმანეთი თითქმის შეგვიყვარდა.რა თქმა უნდა, ხუმრობით. მან მშვენიერი წერილები მომწერა“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა თავის გამოსვლაში მისი წინამორბედი გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ობამა ჩრდილოეთ კორეასთან ომის ზღვარზე იყო.

„ობამამ საქმეების გადაბარების დროს მითხრა, რომ ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი დიდი პრობლემა იყო. ის ფხენიანთან ომის ზღვარზე იყო. საბედნიეროდ, მისი დრო ამოიწურა“,- განაცხადა ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები