LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი მარგველაშვილს ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ულოცავს

44

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გიორგი მარგველაშვილს საქართველო – ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ულოცავს. წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ბატონო პრეზიდენტო,
ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსურს გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს ჩემი გულთბილი სურვილები და გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის.
ჩვენი პარტნიორობის საუკუნის პირველ მეოთხედში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ შექმნეს მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირი. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს და მათ დასაცავად, რთულ ვითარებაში ყოველთვის ერთად ვდგავართ საერთაშორისო ტერორიზმისა და რეგიონული არასტაბილურობის წინააღმდეგ.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია.
მე და ჩემი ადმინისტრაცია მოუთმენლად ველით თქვენთან და საქართველოს მთავრობასთან მომავალ თანამშრომლობას, საერთო ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის განვითარებისათვის.

პატივისცემით,

დონალდ ჯ. ტრამპი”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები