LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი მის საყვარელ სპორტსმენს ასახელებს

42

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ცოტა ხნის წინ „გოლდენ სტეიტის“ მოთამაშეების მიღებაზე უარი განაცხადა, მის საყვარელ სპორტსმენზე ღიად საუბრობს. თეთრ სახლში ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მარიანო რახოის მასპინძლობისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი საყვარელი სპორტსმენი ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალია.

“იცით, ვინ არის ჩემი საყვარელი სპორტსმენი? რაფალ ნადალი. მომწონს რაფა. ეს ის ბიჭია, რომელსაც ყოველთვის მოგება უნდა. ის – გამარჯვებულია”, – განაცხადა ტრამპმა და თან დაამატა, რომ ნადალი ესპანეთის ნამდვილი საგანძურია.

რაფაელ ნადალი “დიდი სლემის” ტურნირების 16-გზის ჩემპიონია. ამ სეზონში მან საფრანგეთისა და აშშ-ის ღია პირველობები მოიგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები