LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი პუტინს შესაძლოა, ნატოს სამიტამდე ან ლონდონში ვიზიტის შემდეგ შეხვდეს

25

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივლისში ევროპის ტერიტორიაზე რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა ევროპაში ტრამპის ვიზიტის დროს უნდა შედგეს. რაც შეეხება მისი ჩატარების თარიღს, განიხილება ორი ვარიანტი. ტრამპი-პუტინის შეხვედრა შეიძლება შედგეს 11 ივლისისთვის დაგეგმილ ნატოს ბრიუსელის სამიტამდე ან 13 ივლისისთვის, დიდ ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტის შემდეგ.

თეთრ სახლში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები