LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი საკუთარი პრეზიდენტობის 100 დღეს აშშ-ს ყველაზე წარმატებულ პერიოდად მიიჩნევს

28

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი პრეზიდენტობის 100 დღეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდად მიიჩნევს.

„ჩემი ადმინისტრაციის პირველი 100 დღე იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული. რაც მთავარია – ვაბრუნებთ სამუშაო ადგილებს,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა პენსილვანიის შტატში გამოსვლისას.

ტრამპის თქმით, მისმა წინამორბედმა ბარაკ ობამამ დასალაგებლად სრული ქაოსი დაუტოვა.

აშშ-ს პრეზიდენტი კვლავ საუბრობს მექსიკის კედლის აშენების აუცილებლობაზე, რათა ქვეყანამ შეძლოს არალეგალური იმიგრაციის პრობლემის მოგვარება. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ არალეგალურად ქვეყანაში შემსვლელთა რაოდენობა მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში 73 პროცენტით შემცირდა.

„წინა ხელისუფლების ძალიან სუსტმა ადმინისტრაციამ მისცა საშუალება ბევრ დაჯგუფებას, გადმოელახათ აშშ-ს საზღვარი,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები