LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის შვილიშვილმა ჩინურად იმღერა და ჩინეთი გააოგნა (ვიდეო)

48

აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი დიპლომატიურობით არ გამოირჩევა, თუმცა მისი  ოჯახის ერთ-ერთი წევრი ტრამპის შეცდომებსაც გადაფარავს საკუთარი შარმით და დიპლომატიით.

საუბარი პრეზიდენტის 5 წლის შვილიშვილს, არაბელას ეხება. ვიდეო, სადაც გოგონა ჩინურად მღერის საახალწლო სიმღერას, ჩინეთის სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა, უამრავმა ადამიანმა ნახა და მოიწონა. არაბელა ჩინურ ენას სწავლობს.

გოგონას საახალწლო სიმღერა მისმა დედამ,ივანკა ტრამპმა „ინსტაგრამზე“ რამდენიმე დღის წინ დადო და მიმდევრებს ჩინური ახალი წელი მიულოცა.

სოციალური ქსელების ჩინელი მომხმარებლები წერენ, რომ 5 წლის გოგონა ბევრად ურჩევნიათ მის პრეზიდენტ პაპას, რომელმაც ორი ქვეყნის ურთიერთობა დაძაბა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები