LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის ვარსკვლავს 24-საათიანი დაცვა ეყოლება

106

დონალდ ტრამპის ვარსკვლავს 24-საათიანი დაცვა ეყოლება. შეგახსენებთ, რომ საუბარია ჰოლივუდის დიდების ხეივანში მდებარე ვარსკვლავზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ვანდალურად დაამსხვრიეს. ტაბლოიდების ინფორმაციით, ვარსკვლავი აღადგინეს და მას მცველად ორი ოფიცერიც მიუჩინეს.

პოლიციელებს მომავალი პრეზიდენტის ღირსების დაცვა 24 საათის განმავლობაში მოუწევთ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის, ამიტომ ტრამპის ვარსკვლავთან კამერასაც დაამონტაჟებენ და მას ონლაინ რეჟიმშიც დააკვირდებიან.

აღსანიშნავია, რომ პოლიციელები სპეციალურად გადაამზადეს, რათა მათ ვანდალების აღმოჩენა და განეიტრალება შეძლონ.

რაც შეეხება დამნაშავეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვარსკვლავი დაამტვრია, მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

screenshot_3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები