LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპმა რუსეთს გასაიდუმლოებული ინფორმაცია გადასცა, რისი უფლებაც არ ჰქონდა

34

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ განსაკუთრებულად საიდუმლო ინფორმაცია გაუმხილა.

Washington Post წერს, რომ ინფორმაცია აშშ-მ პარტნიორისგან მიიღო და ტრამპს არ ჰქონდა მისი რუსეთისთვის გაზიარების ნებართვა.

აშშ-ს პრეზიდენტმა სერგეი ლავროვს ოვალურ კაბინეტში გასულ კვირას უმასპინძლა.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანის მოსკოვთან კავშირზე დღემდე  აქტიურად საუბრობენ პრესასა თუ პოლიტიკურ წრეებში, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტი ასეთ ინფორმაციას ცრუს უწოდებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები