LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ცოლი საკუთარ სხეულს მომხიბვლელად არ წარმოაჩენს, ქმარმა უნდა ცემოს

48

თურქეთში წიგნმა ქორწინების შესახებ, რომელიც ახალდაქორწინებულებისთვის დაიბეჭდა, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. წიგნში აღნიშნულია, რომ თუ ცოლი საკუთარ სხეულს მომხიბვლელად არ წარმოაჩენს, ქმარმა უნდა ცემოს; ამასთან, ოჯახის შექმნა რეკომენდებულია 10 წლის ბავშვებისთვისაც.

წიგნში, სახელწოდებით „ქორწინება და ოჯახური ცხოვრება“, ასევე, წერია, რომ ქალებმა ქმარს ყავა სექსუალური სამოსით უნდა მიართვან.

წიგნის ავტორი რელიგიური საქმეების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ჰასან ჩალისკანია. „ქორწინების სახელმძღვანელო“ ხელში ჩაუვარდა პალამენტის წევრს ფატმა კაპლან ჰურიეტს, დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ წიგნი ქალს ცხვრად განიხილავს.

„წიგნის კითხვის დროს თმა ყალყზე დამიდგა. აქ საუბარია ქორწინების პირველ ღამეზეც. ავტორი წერს, რომ კარგი ქალი მორჩილი უნდა იყოს და როდესაც მას ქმარი ცემს, სექსუალურ სამოსში უნდა გამოეწყოს და სცადოს, ასიამოვნოს ქმარს,“ – განაცხადა დეპუტატმა.

მისივე ინფორმაციით, სახელმძღვანელოში წერია, რომ თუ სექსის დროს ქალი ილაპარაკებს, ბავშვი ენაბლუ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები